ჩაკვეტაძის 78 წუთი, დადებითი შეფასება და კაცნაკლული "უოტფორდის" ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 25-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „სტოკს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ქართველმა 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში დადებითად შეაფასეს:

Flashscore 7.1, Whoscored 7.0, sofascore 7.0.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 52-ე წუთზე „უოტფორდის“ თავდამსხმელი ვაკუნ ბაიო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

„უოტფორდი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა, პლე-ოფის ზონას 4 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 1-ელ იანვარს გასვლაზე „პლიმუთთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სტოკი
1:1

გოლები: 1:0 ლივერმორი (15), 1:1 მაე (34)
გაძევება: ბაიო (52, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბერგ-ს შენს პირს ორი გოზინაყი საახალწლოდ ჩაკვეს სახელზე, დანარჩენი სხვების სახელზე. მრავალ გოზინაყის ჭამას დაესწარი!
ვაჟა მასწავლებელი
31 დეკემბერი 2023 00:46
0
ღმერთმა ტრავმა აარიდოს და მარტში,კიდევ უკეთეს ფორმაში იქნება.ის,ჯერ კიდევ 19 წლისა,საქართველოს ნაკრების ლიდერად და აღმასვლის დამწყებად მოგვევლინა.ლიდერის როლი,მისთვის უცხო არ არის და ხვიჩას არყოფნაში,ლუქსემბურგთან,მისი დიდი იმედი გვაქვს.ველით ნაკრების გამარჯვებას და მერე,ხვიჩასთან მისი დუეტი,უკვე ფინალსაც მოიგებს და ევროპოს ჩემპიონატის საგზურს მოგვიტანს.
ჩათვალეთ, რომ საახალწლო სურვილი გაგიმჟღავნეთ!
სოსო
30 დეკემბერი 2023 20:35
0
ჩაკვე ფიზიკურმომზადებას მიხედე ძმაო და უეჭველი მაგარ გუნდში ითამაშებ! ინგლისში თამაში დაგეტყო უკვე.. ხვიჩას მისცა შენი დარტყმა მაგარი იქნებოდა.. უკვე ვხედავ ლუქსემბურგის კარში ჩაკვეს ორ გოლს!
berg
30 დეკემბერი 2023 15:18
0
ამ თამაშით ჩაკვემ ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა ! ყოველ შემთხვევააში შემდეგ თამაშზე 100% ძირითადში იქნება(თუ მწვრთნელი მთლად იდიოტი არაა და ისევ სკამზე არ დასვამს ასეთი თამაშის მერე) აწი ყველაფერი მის ხელშია--გააგრძელებს ასე თამაშს და ძირითადი კი არა გუნდის ლიდერიც გახდება მარტი ახლოვდებაა !!! ეხლა მთავარია იმ ნაბ.... გენტმა რომ ნახოს ჩაკვეს მაგარი თამაში მისი უკან დაბრუნება არ მოინდომოს ! დააბრუნებენ და ისევ სკამზე დასვამენ ან რაღაცა ახალ უბედურებას დამართებენ @@
zura222
30 დეკემბერი 2023 14:38
0
ეს თამაშის საერთო მთავარი მომენტებია და უკეთესი იქნებოდა ჩაკვეს მომენტები ამოგეკრიფათ ძალიან მაგრა ითამაშა ! ქართველიც რომ არ იყოს მე პირადად 8.0 ზე ნაკლებ შეფასებას არ დავუწერდი ! ცეტრში ბატონობდა პრესინგსაც მაგრა თამაშობდა ბურთის ართმევაზრც და რაც მთავარია ბურთით უმაგრესი იყო მაგრა ანაწილებდა ბურთებს ორჯერ საგოლეზე გაიყვანა თანაგუნდელები და იმათმა ვერ გაიტანეს @ ცალკე თემაა მისი საგოლე პასი კუთხურიდან (საგოლე პასი იმიტომ რომ იმ მესამემ ფაქტიურად უკვე კარში გასულ ბურთს დაამატა დარტყმა) და შორიდან უმაგრესი დარტყმა მეკარემ სასწაული რომ აუღო ! საერთოდ ვაკვირდები მეკარეებიც და მცველებიც მაინც და მაინც ჩვენებზე იგიჟებენ თავს და საუკეთესო თამაშებს ატარებენ @@
zura222
30 დეკემბერი 2023 14:30
0
ყველაზე ნიჭიერი და მრავალმხრივი, მოაზროვნე ფეხბურთელია საქართველოში. რომ არა ის ტრავმა, დღეს კვარაცხელიაზე 10 თავით უფრო წინ იქნებოდა. თუმცა იმედია მომავალ წელს ტოპ ლიგას ითამაშებს და ბოლომდე გაიხსნება. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გახსნას მოწინააღმდეგის დაცვითი ბლოკი და შექმნას განსხვავება. ასეთი კრეატივი სხვას არავის აქვს. შეუძლია ითამაშოს 8-ზე, 10-ზე, ორივე ფლანგზე შეტევაში და ნახევარდაცვაში და დარწმუნებული ვარ ცრუ 9-იანზეც. ცოტა მეტი თავდაჯერება და ბოლომდე დაბრუნდება. ეს გოლი ძალიან დაეხმარებოდა
k
30 დეკემბერი 2023 14:16
2
კვარაზე 10 თავით მაღლა მდგომი პელე-მარადონა-მესიზე მაგარიც იქნებოდა და ფეხბურთის ნამდვილი მეფე იქნებოდა DD
zura222
30 დეკემბერი 2023 14:41
5
მომატებული აქვს და ბრუნდება ფორმაში. ჯერ მიუჩვეველია 90 წუთის თამაშსს და ცოტა დაიღალა ბოლოსკენ, მაგრამ მალევე აკრიფავს ფორმას და დარწმუნებული ვარ შეუცვლელი გახდება და მინდა რო პლეი ოფიც ითამაშოს.
გიორგი
30 დეკემბერი 2023 13:34
0
ძალიან მოუმატა, ჯანიც ეტყობა და აშკარაა რომ წაადგა ინგლისის ჩემპიონატი. მე ვფიქრობ ჯერჯერობით არსად უნდა წავიდეს, განსაკუთრებით თურქეთში შოთისთან. მიდი ჩაკვე, შენი მჯერა და გვჯერა.
DAVE
30 დეკემბერი 2023 11:01
0
რა თქმა უნდა, არსად არ უნდა წავიდეს. ძლივს ადგილი დაიმკვიდრა გუნდში.
კირკიტა
30 დეკემბერი 2023 13:13
0
ვუყურე თამაშს,მშვენივრად გამოიყურებოდა, კარგ პასებს არიგებდა.ბოლოსკენ თითქოს დაიღალა...იმედია ძირითადში ჩაჯდება.
წარმატებები ჩაკვეს.
ქობულეთიდან
30 დეკემბერი 2023 09:44
0
ვუყურე და მშვენივრად გამოიყურებოდა. ბოლოსკენ აშკარად დაიღალა და ფაქტია კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს ფიზიკაზე და ეს ჩემზე კარგად იცის. ნახევარდაცვითან შეტევაში ბურთს ლამაზად და სხარტად ანაწილებდა. ხარიხასაც გაარტყა ბურთი, როცა შორიდან და ლამაზად გაუშვა.
შეცდომებიც ჰქონდა, მაგრამ ფაქტია ძალიან სწორ გზაზეა და უდიდესი წარმატებები.
უკვე ამდენი წელია ვუყურებ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ.
ლევან
30 დეკემბერი 2023 03:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული