ჩაკვეტაძის 78 წუთი, დადებითი შეფასება და კაცნაკლული "უოტფორდის" ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 25-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „სტოკს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ქართველმა 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში დადებითად შეაფასეს:

Flashscore 7.1, Whoscored 7.0, sofascore 7.0.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 52-ე წუთზე „უოტფორდის“ თავდამსხმელი ვაკუნ ბაიო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

„უოტფორდი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა, პლე-ოფის ზონას 4 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 1-ელ იანვარს გასვლაზე „პლიმუთთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სტოკი
1:1

გოლები: 1:0 ლივერმორი (15), 1:1 მაე (34)
გაძევება: ბაიო (52, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბერგ-ს შენს პირს ორი გოზინაყი საახალწლოდ ჩაკვეს სახელზე, დანარჩენი სხვების სახელზე. მრავალ გოზინაყის ჭამას დაესწარი!
ვაჟა მასწავლებელი
00:46 31-12-2023
0
ღმერთმა ტრავმა აარიდოს და მარტში,კიდევ უკეთეს ფორმაში იქნება.ის,ჯერ კიდევ 19 წლისა,საქართველოს ნაკრების ლიდერად და აღმასვლის დამწყებად მოგვევლინა.ლიდერის როლი,მისთვის უცხო არ არის და ხვიჩას არყოფნაში,ლუქსემბურგთან,მისი დიდი იმედი გვაქვს.ველით ნაკრების გამარჯვებას და მერე,ხვიჩასთან მისი დუეტი,უკვე ფინალსაც მოიგებს და ევროპოს ჩემპიონატის საგზურს მოგვიტანს.
ჩათვალეთ, რომ საახალწლო სურვილი გაგიმჟღავნეთ!
სოსო
20:35 30-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული