"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "კვარას" მალე ტოპ კლუბში ვიხილავთ.

"ერთი ადამიანი მაინც მანახეთ, ვისაც ხვიჩას ტოპ გუნდში გადასვლა ჩემზე მეტად უნდა. პირადად მე, ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ, ამას ხვიჩას მამაც დაადასტურებს.

"ბარსელონაც" და არის და "მანჩესტერიც", გვაცადეთ. ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყაზახეთიდან დაწყებული ინგლისის პრემიერლიგამდე დამთავრებული, მას ყველა გუნდი სიამოვნებით აიყვანს. რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის, კვარაცხელია არ მინდაო?

ქეცბაიამ თქვა და ვეთანხმები, ფეხბურთმა ძველებური ხიბლი დაკარგა, ხვიჩა კი ფეხბურთის სილამაზეში ჯდება. როცა
თამაშობს, ჩემი თავი ახალგაზრდა მგონია", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

altფენომენალური მამარდაშვილი და კვარაცხელია, შური და უკეთესი მომავლის იმედი საახალწლოდ

alt"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

მკითხველის კომენტარები / 36 /
კარგი რა, მამუკა!ხვიჩასთან კი არა,შენთან გვაქვს პრეტენზიები,ადრე,ჯერ რუბინთან და ახლა ნაპოლისთან, არასწორად დადებული კონტრაქტების გამო,მის მუხრუჭად რომაა ქცეული და მხოლოდ დე ლაურენტისის ინტერესებს იცავს.გასაგებია,გამოცდილება არ გქონდა,მაგრამ ამის გამო,ხვიჩა რომ ზარალდება და შენც ვეღარაფერს შველი,ესეც ხომ ფაქტია.მისთვის ხელფასის მომატებას გვპირდებოდი და შენი სიტყვები,საერთოდ უარჰყო,დე ლავრენტისმა.ხვიჩა ხაფანგში ჰყავს და შენი სიტყვებით რომ ვთქვათ,არც ის არის,დეგენერატი,თითქმის უფასოდ მოთამაშე ბრილიანტი,სადმე გაუშვას,ან თვითონ მოუმატოს ხელფასი.ხვიჩას ხელფასი,მისი თანაგუნდელების ხელფასს შეადარე და თქვი,ეს სამართლიანია?!მერე კი,გულახდილად ისიც თქვი,ამის დაშვება,ვისი ბრალია.ღმერთია მოწამე,ადრე ყოველთვის გიცავდი და არც ახლა ვარ,შენი მტერი,ყველგან წარმატებებს გისურვებ,მაგრამ ისე ჩანს,კვალიფიკაცია არ გკმარა,ხვიჩას დონის ფეხბურთელის აგენტობისათვის.ვერც მისი ტალანტი შეაფასე,სრულფასოვნად და შემდეგ,ვერც მის ინტერესებს იცავ,ნორმალურად.უკვე შარშან,ამ დროს,ხმამაღლა უნდა მოგეთხოვა,ახალი,გაუმჯობესებული კონტრაქტი,რაზეც,დე ლაურენტისი,საჯაროდ უარს ვერ იტყოდა.უბრალოდ ვერ გაბედავდა,სახალხოდ ამის თქმას.მოგატყუეს და ამისი აღიარება გიჭირს.გასაგებია,მაგრამ ამით,პირველ რიგში,ხვიჩა ზარალდება და გამოსავალიც არ ჩანს.
სოსო
11:45 31-12-2023
3
1 თვის წინ თქვა კონტრაქტი უახლოეს მომავალში შეიცვლებაო. აქვე ეწერა ეგ ინტერვიუ. ახლა ამბობს მალე ტოპ ლუბში გადავაო. გასაგებია რომ მაგრად გინდა ეგ მოხდეს მაგრამ მაგ საქმის გაჩარხვას ცოდნა უნდა. ევროპის ტოპ კლუბებში ისე არ კეთდება საქმე როგორც ურალში და როტორში. იმას თუ ვერ ხვდები რომ შენი ხელმოწერილი კონტრაქტით ლაურენტისის მძევალი ხარ, ან თავს იბოლებ ან კიდევ ცდილობ სხვა დააბოლო. თუ მაგ ბიჭის მომავალი გაღელვებს მაგას ჭირდება ნორმალური ევროპელი აგენტი. მორჩა
გუჯი
18:24 31-12-2023
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული