გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში ბრუნდება - პირობები ცნობილია

AutoSharing Option
"აიაქსის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე "მეცში" 6-თვიანი იჯარით დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Voetbal International-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა გარიგება შეათანხმეს და მალე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.

გამოცემის ინფორმაციით, "მეცს" ქართველი ფორვარდის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" გასულ ზაფხულს, სწორედ ფრანგული კლუბიდან, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, "მეცი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

alt"გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ წავიდა "მეციდან" - კობიაშვილმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

altმიქაუტაძესთან დაკავშირებით, გულახდილი ვიქნები..." - "მეცის" პრეზიდენტმა ქართველზე ისაუბრა

alt

როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ "ჰერკულესთან" მატჩში
მკითხველის კომენტარები / 9 /
იმას მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ გიორგიმ აიაქსში ვერ ითამაშა.
ვერ ითამაშა შეიძლება გეთქვა ადამიანს მაშინ რომ 10-15 თამაში ჩაეტარებინა გუნდში ძირითადში 70-80-90 წუთი და არ ქონოდა შედეგი მაშინ იტყოდი რომ ვერ ითამაშა მისცეს შანსი მაგრამ ვერ გამოიყენა ,მაგრამ გიორგი ფაქტიურად უშანსოდ იყო აიაქსში არ გააკარეს მოედანს და ფეხბურთელისთვისაც ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად ისეთ გუნდში ყოფნა სადაც არ გენდობიან ერთი თამაში ათამაშეს სულ 90 წუთი ეს ასეთ რეჟიმში და ასეთ პირობებში ძალიან რთულია როგორი ტალანტიც არ უნდა იყო გაიხსნა ეს 6 თვე არის დაკარგული ნახევარი წელი გიორგისთვის თუმცა მე იმედი მაქვს მეცში უკეთესი დაბრუნდება და დაუტკიცებს ყველას რომ აიქსი შეცდა როდესაც არ ენდო და არ მისცა შანსი როგორც მეცში არ ენდნენ და შემდეგ წავიდა სერენში და დამტკიცა რაც შეეძლო და შემდეგ მეცის ძირითადიც ფეხბურთელი კიარა საერთოდ გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი გახდა ასევე დაუტკიცებს აიაქსაც რომ შეცდომა დაუშვეს მე დარწმუნებული ვარ გიორგი მეცში აუცილებლად ძირითადში იქნება და შედეგსაც დადებს წარმატებები მას.
2
მაგრად გამეხარდა.ამ ეტაპისთვის სჯობია მეცში თამაში
კახა
20:43 02-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული