მამარდაშვილის "ვალენსიამ" ისევ მოიგო და მეცხრე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალი“ 3:1 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და იარემჩუკმა ჩემპიონატზე გატანილი სადებიუტო გოლით დააგვირგვინა (აქამდე მხოლოდ თასზე ჰქონდა გატანილი). სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს და პირისპირ გასულ მორალესს მამარდაშვილმა არ გაატანინა. თანაც, თამაშგარე დაფიქსირდა. გიორგიმ შემდეგ მორენოს დარტყმული ბურთი მოიგერია, 27-ე წუთზე კი პენალტით იორგენსენის კარი პეპელუმ დალაშქრა. მერე მორალესი ისევ პირისპირ გავიდა ქართველთან და ისევ წააგო დუელი.

შესვენების შემდეგ დურომ ბურთი ძელს გაარტყა. პეპელუმ თერთმეტმეტრიანით დუბლი შეასრულა, ხოლო 74-ე წუთზე მორენომ სამი მეტრი
დან უწია მიზანს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 26 ქულით მეცხრე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 7 იანვარს თასზე გასვლაზე „კარტახენასთან“ ჩაატარებს.

ვალენსია. „მესტალია“. 44 973 მაყურებელი
ვალენსია - ვილიარეალი 3:1
გოლები: 1:0 იარემჩუკი (4), 2:0 პეპელუ (27, პენ), 3:0 პეპელუ (57, პენ), 3:1 მორენო (74)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული