ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ტორპედოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა, დი მარციოს მტკიცებით, ის მალე "ემპოლიში" გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგლიჩიძის ტრანსფერზე "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მუშაობდა.