Geo Team-ის ცნობით, ქუთაისური კლუბი 19 წლის ფეხბურთელში 450 000 ევროს მიიღებს, თუმცა ეს არა სატრანსფერო, არამედ აღზრდის საფასური იქნება.
"19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე იტალიაში კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს. შესაბამისად, "ტორპედო" სატრანსფერო თანხას ფეხბურთელში ვერ მიიღებს.
ამის მიუხედავად, იტალიური კლუბისგან ქართულ კლუბს თანხა მაინც შეხვდება. საბა გოგლიჩიძე ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია. შესაბამისად, კლუბი, რომელთანაც საბა კონტრაქტს გააფორმებს, ქართულ გუნდს ფეხბურთელის აღზრდის
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, გოგლიჩიძის დამატებით არა მხოლოდ "ემპოლი", არამედ "იუვენტუსი" და "უდინეზეც" ინტერესდებიან.
კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - გოგლიჩიძე მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის
დიდმა გელა ნუგზარაშვილმაც კი ლაციოზე მეტი ვერ გაქაჩა. ეს გოგლიჩიძეც იუვენტუსის დონე არაა