"ინსინიეს "ნაპოლიში" დაბრუნება სურს, თუმცა "კვარას" შემცვლელად ყოფნას არ აპირებს" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილ ფეხბურთელს, ლორენცო ინსინიეს, "პარტენოეპის" რიგებში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდილი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად თამაშს არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლორენცოს გადაბირებით "ფიორენტინა" და "ლაციოც" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ინსინიე MLS-ის კლუბ "ტორონტოში" 2022 წელს, "ნაპოლიდან" გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში 32 წლის შემტევმა 31 მატჩში 10 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ინსინიე "პარტენოპეის" ღირსებას 2010/2022 წლებში იცავდა და დღემდე ნეაპოლელი ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ
მოთამაშედ ითვლება.

alt"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ინსინიემ "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა

altახალი "ქართული" გუნდი იტალიაში - ყველაფერი კვერნაძესა და "ფროზინონეზე" - ინსინიეს თანაგუნდელობა და გუნდიდან წასული ლორია...

altინსინიე: არ მეგონა, თუ ამერიკული ლიგა ამდენად რთული იქნებოდა

მკითხველის კომენტარები / 13 /
აქამდე მქონდა იმედი, რომ ჯუღელი ოდესმე რაიმე ადექვატურს იტყოდა. ბოლო ინტერვიუ ამის იმედს აღარ იძლევა. ეს კაცი კიდევ ძველ ბაქი-ბუქს, არაფისმთქმელ ცარიელ სიტყვებს აწვება. ნახეთ რუის და პოლიტანოს აგენტების მოქმედებები, არაფერს ვამბობ ოსიმენის აგენტზე. მათ მუშაობას ჰქვია აგენტის შრომა. ამას რა ქვია, იქნებ ვინმემ გვითხრათ. ნახეთ ჯუღელის კომენტარები რუბინში გატარებულ ბოლო პერიოდზე. იძახდა ხვიჩა, მამა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ყველაფერი კარგად მიდისო. ეს მაშინ, როცა მართლაც ერთერთი უმძიმესი პერიოდი ედგა. ევროპაში შეუმდგარი ტრანსფერების მთელი სერიალები დაიდგა. მაშინ უკრაინის ომმა ფაქტიურად სულზე მოგვისწრო, ამხელა ტალანტი ლამის ჩაკარგვის პირას იყო მისული. რუბინის სკამზე აღმოჩნდა და პრესა იძახდა მორჩა მისი თამაში, მცველებმა შეისწავლეს და ვერაფერს ახალს ვეღარ აჩვენებსო. იქნებ ვინმემ თქვას რომ არ იყო ასე? რაც შეეხება ნაპოლიში ტრანსფერს, იტალიელები ბევრზე მიუთითებენ, აგენტის გარდა. ლაურენტისმა ისიც თქვა, ჯუნტოლი არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემმა შვილმა მოაგვარაო. ინტერვიუში ჯუღელი ამბობს, აი მამას კითხეთ თუ სიმართლეს არ ვამბობო. თითქოს არასრულწლოვან მოზარდზე იყოს საუბარი და არა ევროპის დონეზე უკვე შემდგარ ვარსკვლავზე. მართალია ყველა მამას შვილისთვის საუკეთესო გვინდა, მაგრამ გამოგვდის კი ყოველთვის უტყუარად საუკეთესო? და ბოლოს, სანამ ფანები და პრესა კეთილგანწყობილია, მაშინ უნდა დაფიქსირდეს ღიად, რომ არ შეიძლება მოთხოვო ფეხბურთელს გუნდის ლიდერობა, უმაღლესი კლასის დემონსტრირება, თავდადება და ანაზღაურებას უტოვებდე სერიაში ახალბედა სათადარიგოების დონეზე. რასაც მისი თამაშის შესწავლა დაარქვეს, სინამდვილეში მისი წინააღმდეგ უხეში, პირველივე წუთებიდან ბარათის ზღვარზე თამაშია .ცუდის გაფიქრებაც კი არ მინდა, მაგრამ საქმეზე მისახედია დროულად. წყალობდეს ხვიჩას უფალი, წარმატებასა და მსოფლიო ათეულს ვუსურვებ!
ამატაკი
16:01 04-01-2024
3
ნეტავ მართლა დაბრუნდეს ! მერე ნაღდად გაყიდიან კვარას და მოშორდება იმ ჭაობს !
zura222
16:19 04-01-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული