უსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A- ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა.

დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ ვლაშიჩმა 21-ე წუთზე მიზანს ვერ უწია. შემდეგ შესანიშნავი შანსი „ნაპოლის“ ჰქონდა, როდესაც რასპადორის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტოქის გარემარბები კვარაცხელია და პოლიტანო განეიტრალებული ჰყავდათ, შეტევაშიც უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ და სანაბრიამ გოლინის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული „ნაპოლის“ ახალწვეული მცველი მაცოკი მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა,
ცოტა ხანში გოლინის ვლაშიჩმა გაუტანა და მაცარის გუნდის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მერე სანაბრიამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ბონჯორნომ მესამე გაიტანა. 76-ე წუთზე „ტორინოში“ შეცვლაზე საზონოვი შევიდა. კაცნაკლული „ნაპოლი“ იერიშზე გადავიდა, ხვიჩას გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:0 დასრულდა.

„ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 იანვარს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. „ტორინო“ კი 27 ქულით მეათე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას იმავე დღეს გასვლაზე „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

ტორინო. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 სანაბრია (43), 2:0 ვლაშიჩი 52), 3:0 ბონჯორნო (66)
გაძევება: მაცოკი (49, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 57 /
როდესაც ნაპოლის წინააღმდეგ შეთქმულებას, სისულელე ვუწოდე, დამესივნენ. ხვიჩაზე ვთქვი,რომ შარშანდელი აჩრდილია, დამესივნენ. გული მტკივა ამ ნიჭიერ ბიჭზე და ამიტომ ვწერ.რაღაც უნდა შეცვალოს.
დიმა
10:43 08-01-2024
2
რავიცი ჯუღელს ვუყურე გუშინ და ლამის უკეთესად თამაშობსო ვიდრე წინა სეზონში, ვისაც ესმის დაინახავსო. მთელი იტალია წერს რომ ჩავარდნა აქვს, ესენი პირიქით ამტკიცებენ, ვის დავუჯეროთ?! ფაქტია, სახეზეც ეტყობა როგორი ჩამქრალი თვალებით თამაშობს, კი გუნდსაც უჭირს, მაგრამ ლიდერის თვისებები აკლია აშკარად. ზაფხულში რომ ვწერდი, თავისივე კუმირების დონეზე რომ ავიდეს სტაბილურობა უ და აჩვენოს, მომახტდნენ ვაი პატრიოტები, გშურსო. მშურს კი არა, ამ ჩაკეტილი წრიდან უნდა გამოვიდეს რამენაირად, ისევ ბაზაზე გადასახლდეს და მეტი ივარჯიშოს, 37 წლის რონალდო დღესაც პირველი მიდის და ბოლო მოდის ვარჯიშებიდან, მაგასაც ყავს ოჯახი, მაგრამ ასეთი ლეველი თუ გინდა რაღაცეებზე უარი უნდა თქვა! მარტი ძალიან მალე მოვა...
ირაკლი
09:56 08-01-2024
1

სიახლეები პოპულარული