მატჩის დღე! კვარაცხელიამ "ტორინოს" ორივე მატჩში გაუტანა - ითამაშებს საზონოვი?

AutoSharing Option
შობას გილოცავთ!!!

2024 წელს "ნაპოლის" დიდი შრომა დასჭირდება, ევროტურნირებზე რომ ითამაშოს. ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით, გუნდმა მხოლოდ 3 მატჩში გაიმარჯვა (1 ფრე, 5 წაგება). უახლოესი გამოცდა დღეს, 7 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზეა, როცა ნეაპოლელები 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის "ტორინოს" ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე ესტუმრებიან.

"ტორინოს" გატანა ურთულდება, დაცვაში კი ერთ-ერთი საუკეთესოა. იურიჩის გუნდს სულ 15 შედეგიანი დარტყმა აქვს. სამწუხაროდ, 21 წლის ქართველი მცველი არ თამაშობს. რაც შეეხება "ნაპოლის", ისინი ბევრს უშვებენ (21 გოლი) და არადამაჯერებლები არიან.

Sportall.Ge

ნეაპოლელებმა ტურინელებს
38 მატში 19 მოუგეს, ბოლო დროს კი იტალიის მოქმედ ჩემპიონებს ზედიზედ 5 გამარჯვება აქვთ. ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში იურიჩის გუნდს ორივე შეხვედრაში გაუტანა (ერთხელ პენალტით), ნდომბელეს კი მშვენიერი გოლი გაატანინა. ასე რომ, ქართველს "ტორინოსთან" არ უჭირს. შეგახსენებთ, "კვარას" ახლა 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ უკვე 4 გაფრთხილება მიიღო, კიდევ ერთის შემთხვევაში კი დისკვალიფიკაცია ელის. საჩემპიონო სეზონში კვარაცხელიას სულ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. მასზე ხშირად უხეშობენ, ჯარიმდებიან და გაფრთხილებასაც იმსახურებენ. "ნაპოლის" 77-ე ნომერი საფეხბურთო ობსერვატორიამ სერია "ა"-ში ყველაზე ძვირადღირებულად (115.3 მლნ ევრო) დაასახელა.

ახალწვეული მაცოკი

Sportall.Ge

ნეაპოლელებს ტრავმის გამო მეკარე მერეტი, ნათანი და ოლივერა დააკლდებათ. გუნდი ფლანგის მცველ მაცოკით უკვე გაძლიერდა, ახლა ცენტრალურ მცველ დრაგუსინისა და ნახევარმცველ სამარძიჩის შეძენის მოლოდინშია. 13 იანვრიდან აფრიკის თასი იწყება, სადაც ანგისა და ოსიმენი ითამაშებენ. ზელინსკი "ჩემოდნენზე ზის". გარკვეული საკითხებით უკმაყოფილოა კაპიტანი დი ლორენცოც - სიტუაცია იდეალურისგან ძალიან შორსაა. აფრიკელი ფეხბურთელების თემა აქტუალურია. მაგალითად, "მანჩესტერისა" და კამერუნის ნაკრების მეკარე ონანამ განაცხადა, მზადაა 14 იანვარს საკლუბო მატჩი ითამაშოს, 15-ში - სანაკრებო...

რაც შეეხება ტურინულ შეხვედრას, მას 41 წლის მაურიციო მარიანი განსჯის. ბოლოს ნეაპოლელების მატჩის მსაჯი ის მაცარის დაბრუნების დღეს, 25 ნოემბერს იყო, როცა კვარაცხელიას გუნდმა "ატალანტა" (2:1) დაამარცხა, ხვიჩამ კი გაიტანა.

altსერია A-ს უძვირფასესი ფეხბურთელი მაინც კვარაცხელიაა - CIES Football Observatory-მ რეიტინგი განაახლა

alt"ინსინიეს "ნაპოლიში" დაბრუნება სურს, თუმცა "კვარას" შემცვლელად ყოფნას არ აპირებს" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 15 /
გუშინწინ აქ ავხსენი, რატომ არ გადაწყდება ხვიჩას ახალი კონტრაქტის საკითხი მარტამდე.
დღეს დადასტურდა, რომ მოლაპარაკება მარტამდე არის გადადებული.
პოლიტანოს გაუგრძელეს დღეს კონტრაქტი და მოუმატეს ანაზღაურება.
ქ. გ.
16:02 07-01-2024
1
პირველ რიგში ხვიჩამ სიმშვიდე უნდა დაიბრუნოს, მაძარიმ სქემა 3-5-2 ან 3-4-2-1-ზე უნდა გადააწყოს და ამ მიღებული კომბინაციით კვარა ისევ აკაშკაშდება. ეს საუკეთესო რეცეპტია ნაპოლის ეხლანდელი "ავადმყოფობის" მოსარჩენად. გაისწორებს კვარა მიზანს ? ეს აუცილებლად გადაედება მთელ გუნდს და ნაპოლის თავდაჯერება ერთი ორად აუმაღლდება.
Charley
13:46 07-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული