"ნაპოლის" ტიფოზები გადაირივნენ - ფეხბურთელებს ლაპარაკი აუკრძალეს და გუნდი გასახდელში გამოიკეტა

AutoSharing Option
"ტორინოსთან" განადგურებამ აღაშფოთა "ნაპოლის" გულშემატკივრები, რომლებმაც ტრიბუნიდან მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ტიფოზებმა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს ვალტერ მაცარის სოციალურ ქსელებში შეუტიეს და მის გადადგომასაც მოითხოვენ.

ნამატჩევს ფანებმა გუნდი სტვენით გააცილეს და ფეხბურთელები გასახდელიდან 40 წუთის დაგვიანებით გავიდნენ. მათ პრესასთან ურთიერთობა აუკრძალეს. კომენტარი მხოლოდ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ გააკეთა. მან ქომაგებს ბოდიში მოუხადა, განაცხადა, რომ ზომებს მიიღებენ, მაცარის სამუშაოდან დათხოვნას კი არ აპირებენ.

ნეაპოლური გამოცემები აღნიშნავენ, რომ
სტადიონზე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჯან პიერო ვენტურა და ანტონიო კონტე იმყოფებოდნენ, რომლებიც მაცარის შესაძლო შემცვლელებად მოიაზრებიან. კონტემ მე-80 წუთზე დატოვა ტრიბუნა, რათა ჟურნალისტების კითხვებისთვის თავი აერიდებინა.

alt"გავათავისუფლებთ თუ არა მაცარის?" - "ნაპოლის" დირექტორის კომენტარი

altრატომ დაესწრო კონტე "ნაპოლის" მატჩს?

alt"ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი არაადეკვატურია" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლისა" და "ტორინოს" მატჩს გამოეხმაურა

altრა შეფასებები მიიღეს ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა საზონოვმა "ტორინოსა" და "ნაპოლის" მატჩში

altუსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

alt"გასულ სეზონში "ნაპოლის" ფანები ამბობდნენ, რომ კვარაცხელია საუკეთესო იყო, "პარტენოპეი" ოსიმენის გარეშე არაფერს წარმოადგენს" - ნიგერიელი ჟურნალისტი

altდებიუტიდან 3 წუთში - "ნაპოლის" ახალწვეულმა წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
საერთოდ ჟმოტობა რომ დამღუპველია აგერ კიდევ 1 ფაქტი, დაჟმოტა სპალეტიზე, მიიღო გარსია, დაჟმოტა კონტეზე მიიღო მაცარი, ტიპს კი (სახელს არ ვიტყვი), რომელიც იტალიის ჩემპიონატის MPV გახდა, მისი გოლი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლად აღიარეს სათადარიგო სკამის ფეხბურთელებზე ნაკლები ხელფასი აქვს და არ გაუზარდა. ლაურენტესი ხარ თუ ლაურა იდი ტი:). უკვე აზრიც არ აქვს ხელფასის მომატებას, სხვა გუნდში უნდა წავიდეს ტიპი ამ მაფიოზური ნაპოლიდან, ნებისმიერ სხვა ნორმალურ გუნდში.
irakli
00:16 08-01-2024
6
რაც გუნდია კვარაც ეგ არის
ისე მაინც ყველას სჯობდა,როგორც ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე.
სანამ ესეთი პოლიტიკა იქნება, გუნდიც ესეთი იქნება და კვარაც.
საჭიროა ხელმძღვანელიბაში სწორი მიდგომა და დაფასება,თორემ მილიონნახევარიც ზღაპრული ხელფასია.უბრალოდ კვარას არ აფასებს ლავრენტის და ამანაც დაიკიდა,თუ გინდათ სიმართლე
გიორგი
23:04 07-01-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული