"ნაპოლის" ტიფოზები გადაირივნენ - ფეხბურთელებს ლაპარაკი აუკრძალეს და გუნდი გასახდელში გამოიკეტა

AutoSharing Option
"ტორინოსთან" განადგურებამ აღაშფოთა "ნაპოლის" გულშემატკივრები, რომლებმაც ტრიბუნიდან მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ტიფოზებმა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს ვალტერ მაცარის სოციალურ ქსელებში შეუტიეს და მის გადადგომასაც მოითხოვენ.

ნამატჩევს ფანებმა გუნდი სტვენით გააცილეს და ფეხბურთელები გასახდელიდან 40 წუთის დაგვიანებით გავიდნენ. მათ პრესასთან ურთიერთობა აუკრძალეს. კომენტარი მხოლოდ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ გააკეთა. მან ქომაგებს ბოდიში მოუხადა, განაცხადა, რომ ზომებს მიიღებენ, მაცარის სამუშაოდან დათხოვნას კი არ აპირებენ.

ნეაპოლური გამოცემები აღნიშნავენ, რომ
სტადიონზე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჯან პიერო ვენტურა და ანტონიო კონტე იმყოფებოდნენ, რომლებიც მაცარის შესაძლო შემცვლელებად მოიაზრებიან. კონტემ მე-80 წუთზე დატოვა ტრიბუნა, რათა ჟურნალისტების კითხვებისთვის თავი აერიდებინა.

alt"გავათავისუფლებთ თუ არა მაცარის?" - "ნაპოლის" დირექტორის კომენტარი

altრატომ დაესწრო კონტე "ნაპოლის" მატჩს?

alt"ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი არაადეკვატურია" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლისა" და "ტორინოს" მატჩს გამოეხმაურა

altრა შეფასებები მიიღეს ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა საზონოვმა "ტორინოსა" და "ნაპოლის" მატჩში

altუსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

alt"გასულ სეზონში "ნაპოლის" ფანები ამბობდნენ, რომ კვარაცხელია საუკეთესო იყო, "პარტენოპეი" ოსიმენის გარეშე არაფერს წარმოადგენს" - ნიგერიელი ჟურნალისტი

altდებიუტიდან 3 წუთში - "ნაპოლის" ახალწვეულმა წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
დავიჯერო ესეთი გულუბრყვილო ფანები ყავს ან კიდევ თქვენ ჟურნა იმ ტვლისტები ვერ ხვდებით რომ ფეხბურთელები აშკარა საბოტაჟს მიმართავენარტო კაპიტნის საქციელი დან ჩანს ყველაფერი ადრე გუნდს თუ მთელი სულით და გულით მიუძღვოდა ეხლა მისი ნახევარიც არ არი ან კიდევ ყველა რომ გაქცევაზეა ვერ ხედავთ ეს იცის არა ადეკვატურმა განაწილიბამ კონტრაქტების გაფორმებისას კი მართალია ოსიმენი გუნდის ლიდერია მაგრამ კაპიტანზე 10 ჯერ მეტს ანაზღაურებას რომ მისცემ ობიექტურ გულაცრუებას იწვევს ასევე მოგყავს ახალი ფეხბურთელები რომლებსაც გუნდის გამოცდილ ლიდერებს უთანაბრებ აქაც გულისწყრომას იწვევს მოკლედ დიდი წუწურაქი ვინმეა ეს ჩვენი ვაი პაზოლინი ანუ ლორიენტესი ვისაც ფეხბურთი უნდა ემართა მოედანზე და მის მიღმა ყველა უკმაყოფილო გაექცა და ეხლა მარჩიელობა ჩვენი ჩვენი საჯავრებელი გვაქვს როგორც დუბლინში მოხდა ისეთივე პირი უჩანს ეტყობა გაიგო რომ კარგი გუნდი ელაპარაკებოდა მის გადაბირებას და ამ წუწურაქმა ასტრონომიული თანხა დააბრეხვა ხოდა აცრუებული აქვს გული ჩვენსასაც მითუმეტეს ის კარგი გუნდი მადრიდიდან თუ იყო!!??
კახა
02:29 09-01-2024
0
რა უმადურობაა! თუ ამ ფანებს უნდა უგოროს კოჭი ხვიჩამ, აჯობებს, დატოვოს კლუბი. მაგრამ რაღაცა კაბალურ პირობებშია - ხელფასი დაბალი აქვს, გამოსასყიდი თანხა კი კატასტროფულად მაღალი. ლაურენტისს და ამ უმადურ ფანებს უნდა დაემშვიდობოს, რაც შეიძლება მალე!..
კირკიტა
20:10 08-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული