"პირველ არხზე" სპორტული გადაცემის სტუმარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
ჯუღელის თქმით, ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუდის არაბეთში გადაბარგდება.
"თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა. ხვიჩა წავა "რეალში"; "ბავარია", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", ამ გუნდებს სიტყვაზე გეუბნებით.
ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება", - განაცხადა ჯუღელმა.
შეგახსენებთ,
რამდენიმე კვირის წინ ოსიმენმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, გამოსასყიდ თანხად კი 130-140 მილიონი განისაზღვრება.
"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე
"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი
იტალიურ პრესაში რა ხდება თუ კითხულობს ნეტა? თითქოს ყველა ამ ბიჭის წინააღმდეგ შეიკრა, ჯერ ხომ საქართველოში უამრავი მოძულე ჰყავს და ისეთ საზიზღრობებს უწერენ გული აგერევა, ვითომ გაეფუჭებინოს რამე და ვითომ იქეთ უნდა იგრძნოს თავი დამნაშავედ რომ არსებობს საერთოდ.
თუმცა ვერცერთი ჰეითერი და აქ მოყიყინე ტიპი იმხელა ზიანს ვერ მიაყენებს, რამხელაც სააკუთარმა აგენტმა მიაყენა. ვინ ეკითხებოდა ოსიმენი ზაფხულში სად წავა იმაზე ლაპარაკს? თუ სიმართლეა და ოსიმენი ზაფხულში არაბეთში მიდის, ეს ინფორმაცია მისმა აგენტმა უნდა გააჟღეროს ან ტრანსფერამდე გასაიდუმლოებული უნდა იყოს, ჯუღელს ვინ ექაჩებოდა ენაზე? ან ოსიმენი ფულის გამო არაბეთში წავა და ხვიჩას მილიარდი რომ მისცე მაინც არ წავაო ეს რა არასერიოზული ლაპარაკია? ოსიმენის დამცირება ხვიჩას ფონზე რაში სჭირდებოდა? ნიგერიელები რომ აბულინბდნენ ხვიჩას ჩვენც ისე ველურებივით უნდა მოვიქცეთ? ოსიმენთან ურთიერთობას დაუძაბავს სერიოზულად და აგერ ნახეთ ოსიმენი რამხელა კუდს გამოაბამს ამ ნათქვამს.
ყველა ამ ბიჭს როგორ აყენებს ზიანს ვგიჟდები რა.
ყველამ წაჰკრა თითო "ქიშტი"ო ისეა მისი საქმე. ყოველი მხრიდან ახალი დარტყმები და ახლა უკვე საკუთარი გარემოცვიდან.
წარმოუდგენელია უბრალოდ.