ხვიჩასა და "ნაპოლის" დღეს მე-6 ადგილზე გადასვლა შეუძლიათ - "მარადონა" წყევლად ექცათ...

AutoSharing Option
"ნაპოლი" მეორე წრეს იწყებს, 2024 წლის პირველ საშინაო შეხვედრაში "სალერნიტანას" უმასპინძლებს - დღეს, 13 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზე და მიმდინარე სეზონში საშინელი საშინაო სტატისტიკის დადებითად შეცვლას ეცდება. გუნდს საკუთარი "მარადონა" წყევლად ექცა.

ვალტერ მაცარის გუნდი შოკიდან გამოსვლას ლამობს, ფილიპო ინძაგის ბიჭები კი "იუვენტუსთან" (1:2) ბოლო წუთებზე დრამატული მარცხის ემოციების ქვეშ არიან. არადა, ცოტა ხნის წინ იმავე ტურინელებთან ისინი თასზე (1:6) განადგურდნენ. სალერნოელები ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან და დასაკარგი არაფერი აქვთ.

Sportall.Ge

წაგებები, გოლის გაუტანლობა - ეს ნეაპოლელთა ბოლოდროინდელი ამბებია. გუნდი აფრიკის
თასის გამო გვარიანად დასუსტებულია (ოსიმენის და ანგისას არყოფნა). ამას ტრავმები და დისკვალიფიკაციები ემატება. იტალიის მოქმედი ჩემპიონები მე-9 ადგილზე არიან, თუმცა ტურს ხსნიან და გამარჯვების შემთხვევაში, მიმდინარე ცხრილში მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლებენ. აფრიკის თასზე ფეხბურთელები ინძაგისაც ჰყავს, მათ შორის, ბულაე დია. ტრავმირებულია თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების წევრი გრიგორის კასტანოსი.

ამ გუნდებმა პირველ წრეში 2023 წლის 4 ნოემბერს ითამაშეს და "ნაპოლიმ" რასპადორისა და ელმასის გოლებით (2:0) გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიასთვის პირველი შანსი იყო, რომელიმე იტალიურ კლუბს მეოთხედ დაპირისპირებოდა, თუმცა სალერნოელებთან გასული წლის იანვრის შეხვედრა მან გაციების გამო გამოტოვა. იმედია, ქართველი გარემარბი "პიპოს" გუნდთან "მშრალ" სერიას შეწყვეტს და შედეგიანი მოქმედება ექნება. 5 გოლი, 3 საგოლე პასი, 2 მოპოვებული პენალტი - ეს ჩვენებურის მიმდინარე მონაპოვარია.

Sportall.Ge

შეხვედრას ლივიო მარტინელი განსჯის. ბოლოს ნეაპოლელების მატჩის მთავარი მსაჯი ის 2023 წლის 21 მაისს იყო, როცა მათ საკუთარ მოედანზე "ინტერი" (3:1) დაამარცხეს; ხოლო მეოთხე არბიტრი - ცოტა ხნის წინ "ფროზინონესთან" თასზე (0:4) განადგურებისას.

ამ მატჩის პარალელურად, საბა საზონოვის "ტორინო" "ჯენოას" ესტუმრება, გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" კი "ატალანტას" ორშაბათს (23:45 სთ) ეწვევა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს -

კვირას, 14 იანვარს, ჩვენი დროით 19:15 საათზე, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "კადისს" ესტუმრება; ამავე დღეს, 18:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძე "მეცს" "ტულუზასთან" საშინაო მატჩში დაუბრუნდება; უფრო ადრე, 16:00 საათზე, გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ქპრ-ს გასვლაზე შეხვდება.

altიტალიის სუპერთასის შანსი კვარაცხელიას - ყველაფერი ფორმატისა და მეტოქეების შესახებ...

altხვიჩა იტალიაში ყველაზე მეტად დაზარალებულია

მკითხველის კომენტარები / 25 /
2025 წლის ზაფხულში იმედიმაქ ტოპ გუნდი წაიყვანს მანამდე ეს სეზონი 10გოლზე ავიდეს და ასისტებს მოუმატოს
beqa
11:54 12-01-2024
4
ხვიჩა! გაბრაზდი და 3 გოლი გაიტანე ამ თამაშში.
ქ. გ.
13:54 12-01-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული