ვაკო ფელაინის თანაგუნდელი გახდა - ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 30 წლის ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგის ბინადარ "შანდონგ ტაიშანში" გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, ჩვენებურს გასული წლის მიწურულს "ულსან ჰიუნდაისთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახლდათ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ვაკო უკვე ჩინეთში იმყოფება და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

ინფორმაციისათვის, "შანდონგ ტაიშანი" ჩინეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ამ კლუბში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მარუან ფელაინი ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
კი არ აერიათ, შეკვეთაა აქვთ ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება. აბა, რა შუაში იყო ფელაინთან და ყაზაიშვილთან პატრიარქი? ფული აქვთ აღებული, ხვალ თუ გადაუხდიან, იტყვიან რა საქართველო, რის საქართველო აქ ადრე ველიკაია არმენია იყო და დიდი ტიგრანა მართავდაო.
ჰაჰა
20:55 14-01-2024
4
პატრიარქებს ეროვნება არ აქვთ, ისინი უფლის რჩეულები არიან, ამიტომ უნდა გიყვერდეთ, როგორც პატრიარქი და ერის მამა და არა, როგორც რომელიმე ეროვნების კაცი.
ჟორა გაბრიჭიძე
17:25 14-01-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული