საქმე სერიოზულადაა - რას გადაწყვეტს "ნაპოლის" პრეზიდენტი?

AutoSharing Option
კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს უმთავრდება, როგორც ჩანს, თანამშრომლობას არ გააგრძელებს და შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით "რეალში" გადაბარგდეს. "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ამას წინათ ერთმა გულშემატკივარმა მიმართა, რომ სურს მბაპე მადრიდულ გუნდში იხილოს, რაზეც მან მოკლედ მიუგო - "მეც მინდა".

პსჟ თავის ლიდერთან დამშვიდობებისთვის მზადაა და აქედანვე იჭერს თადარიგს. Ilmattino Sportitalia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "პარი სენ ჟერმენი" კილიანის მემკვიდრედ რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

"გრძელ სიაში უპირველეს ყოვლისა "კვარაა", რომელიც "ნაპოლისთან" ხანგრძლივი ხელშეკრულებითაა
დაკავშირებული, მაგრამ არაა დარწმუნებული, რომ გუნდში დიდხანს დარჩება. პსჟ-ს ჯერ წინადადებით არ მიუმართავს, თუმცა პსჟ-ს შეუძლია ქართველის იმედი ჰქონდეს. არაა გამორიცხული, ზაფხულში "აძური" ვიქტორ ოსიმენმა დატოვოს. ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი ასეთი მასშტაბის ერთბაშად ორი ვარსკვლავის გასხვისებას დათანხმდეს, თანაც ახალი ციკლის დაწყებისას, როდესაც გარკვეულწილად გაურკვევლობაში იქნებიან", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
პსჟ-ში გადასვლა და იქ ყოფნით ხვიჩა ევროპულ ტიტულს ვერ მოიგებს, მაქსიმუმ კონფერენს ლიგა :)
bebe
12:48 18-01-2024
7
შეიძლება ვცდები, მაგრამ ხვიჩასთვის უფრო ინგლის-ესპანეთის ლიგა მემეტება, თუმცა, ინტრიგებში ყელამდე ჩაფლულ ლაურენტესის ნაპოლის, მითუმეტეს ასეთი ანაზღაურებით, იქნებ სჯობდეს კიდეც საფრანგეთში წასვლა
ბესო
12:08 18-01-2024
5

სიახლეები პოპულარული