ხვიჩა შეცვალეს - "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა.

საუდის არაბეთის დედაქალაქში მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონის ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და პირველი მომენტი მისმა შეგირდებმა შექმნეს, როდესაც პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერაჩანომ მოიგერია. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. 22-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქესთან ბრძოლაში პასი ჟუან ჟეზუსს გაუკეთა, რომელმაც ბურთი სიმეონეს გადააწოდა და მან მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ ფლორენციელთა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 44-ე წუთზე მარიო რუიმ საკუთარ
საჯარიმოში იკონე წააქცია, პენალტი კი თავად დაზარალებულმა ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. დროდადრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ოფიციალური მატჩი კი არა, სპარინგი გახლდათ. 71-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, რომელმაც საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ძერბინიმ დუბლი შეასრულა, „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა და 21 იანვარს ფინალში ითამაშებს.

მეორე ფინალისტი დღეს „ინტერისა“ და „ლაციოს“ შეხვედრაში გაირკვევა.

ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“

ნაპოლი - ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 სიმეონე (22), 2:0 ძერბინი (84), 3:0 ძერბინი (86)
გამოუყენებელი პენალტი: იკონე (44, ფიორენტინა)

მკითხველის კომენტარები / 24 /
თქვენ აგაშენათ ღმერთმა როგორ იქნა პრესაში დაიწერა სამართლიანი შეფასება ზუსტთ მასეთ შთაბეჭტილებას ტოვებდა უფრო მეტიც გუნდი რომ ვარჯიშზე გაიყოფა და ერთმანეთში თამაშობენ უფრო აზარტულები არიან ვიდრე გუშინდელ თამაში.
გიორგი
19 იანვარი 2024 11:37
0
ძვირფასო ინსტაგრამშიკებო და მეტიკტოკენო! არ არის ფეხბურთი თქვენი თამაში.
ქ. გ.
19 იანვარი 2024 11:37
5
აუუ რა იმედი მქონდა რომ იუველირის სიზუსტემდე დახვეწავდა უკან პასს და სეზონის ბოლომდე იმდენს მოახერხებდა თავისი ფლანგიდან ნაპოლის მეკარეს უშეცდომოდ ჩართავდა თამაშში მარა აქაც იმედგაცრუება,ნეტავ იმათ თავში ჩამახედა ამ ფორმაში მყოფს ძირითადში რომ გაწყებინებენ ან კიდევ იმათი ვისაც შენი ფეხბურთის კიდევ ჯერა,რითი ვეღარ გაიგო ამ ხალხმა რომ ამ კაცს აქვს ერთი და იგივე ფინტი რომლის შესწავლასაც ყველა ახერხებს და ამას იქით აღარ შეუძლია,ფეხბურთელს რომელსაც მოტყუება დრიბლინგი პასი და კარში დარტყმა 15თამაშში ერთხელაც ვერ ახერხებს რა უნდა ძირითადში,ხვიჩა რომ ქართველი არ იყოს ხომ წალეკავდა ამ საიტს გულშემატკივრები რა უნდა გუნდში ასეთ ფეხბურთელსო,გამოსავალი ერთია აღარ უყუროთ ნაპოლის თამაშებს და ნერვებიც მწყობრში გექნებათ,არ არის კვარაცხელია იმ დონის იგროკი რომ ღამეები ათენოს ხალხმა მისი თამაშის მომლოდინე,
გია
19 იანვარი 2024 11:14
14
რაც დაავალა მაძარიმ, ის გააკეთა ხვიჩამ. ეს მოგება ხვიჩას დამსახურებაა. პირველი გოლი ხვიჩამ შექმნა. მერე მასთან ბრძოლაში რომ დაიღალა ფიორენტინას დაცვა და ნახევარდაცვა, სხვებმა დაამთავრეს დაღლილი ფიორენტინას განადგურება.
ხვიჩა არის ფიზიკურად ძლიერი ტექნიკური დრიბლიორი. მასთან ბრძოლაში მოწინააღმდეგე ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს.
ქ. გ.
19 იანვარი 2024 09:51
22
რა ტელევიზორში უყურებ ნაპოლის თამაშებს მითხარი რა თუ ძმა ხარ? ჩემთან ეგ ყველაფერი არ ჩანდა.
გიორგი
19 იანვარი 2024 18:27
2
მაცარის ეგონება ახლა გენიალურ ტაქტიკას მივაგენიო, არადა ისევ ისეთი უსახური იყო ნაპოლი, პირველიდან ძერბინის გოლამდე ვერაფერი შემოგვთავაზა და ... ძერბინი ძელთან შეჯახების მერე საერთოდ როგორ დატოვეს მოედანზე?!რაგბში, თავთან კონტაქტის შემდეგ აუცილებლად გაყავთ ტესტზე ეს რკინასავით ხალხი, ძერბინი კი გაითიშა რამოდენიმე წამი და მხოლოდ ცივი დაადეს კეფაზე და 1 წუთში დააბრუნეს. დავიჯერო ასეთი უვიცია მთელი სამედიცინო შტაბი? ასე გარისკო, უბრალოდ აუხსნელია.
???
19 იანვარი 2024 08:14
3
ხალხო დაანებეთ კაშიას თავი კარგი პრიჩოსკა და ტატუ აქვს, კვარამაც რომ მიბაძოს მას და კალაძეს პრიჩოსკა შეიცვალოს რაღაც უკეთ გამოუვა!
ალუდა კეკლუცაური
19 იანვარი 2024 08:02
13
შეცვალეს კი არა საერთოდ როგორ ათამაშებენ ამ კვარაცხელოვს
!!
19 იანვარი 2024 06:46
18
ერთს გირჩევ ძმურად (ხვიჩა კვარაცხელია)დანებე მსაჯებთან და მოწინაღმდეგეებთან სპორს სულ თავი და ფეღბურთი ითამაშე რითაც შეგვაყვარე თავი..რაც ნიცასთან დაინიშნე მე შენი ფეღბურთი ნაკლებად მახსოვს უფრო იშვიათად გამონათებებიიი დღითი დღე უკლებ სიმართლეს გაუმარჯოს...სასტავს არ გაგაკარებდი დღეს დღეობით რო ცოტა აზრზე მოხვიდე...
სიმართლე
19 იანვარი 2024 04:06
19
„შეღშე ლა ფან“,
თბილისელი
19 იანვარი 2024 10:10
5
ჯერ ეს ერთი ფეხბურთი და არა ფეღბურთი შენ წერა არ იცი და ჭკუას ვის ასწავლი ძალიან მაინტერესებს
გიორგი
19 იანვარი 2024 06:16
2
სამაგიეროდ კაშიამ მსოფლიოში მესამე ადგილზე გაიყვანა.
ქართველი პატრიოტი
19 იანვარი 2024 03:50
9
ხვიჩამ კარგად ითამაშა. ვისაც ეს არ გესმით, წადით ბალახის ჰოკეის უყურეთ.
ქ. გ.
19 იანვარი 2024 03:35
42

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული