ხვიჩა შეცვალეს - "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა.

საუდის არაბეთის დედაქალაქში მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონის ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და პირველი მომენტი მისმა შეგირდებმა შექმნეს, როდესაც პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერაჩანომ მოიგერია. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. 22-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქესთან ბრძოლაში პასი ჟუან ჟეზუსს გაუკეთა, რომელმაც ბურთი სიმეონეს გადააწოდა და მან მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ ფლორენციელთა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 44-ე წუთზე მარიო რუიმ საკუთარ
საჯარიმოში იკონე წააქცია, პენალტი კი თავად დაზარალებულმა ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. დროდადრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ოფიციალური მატჩი კი არა, სპარინგი გახლდათ. 71-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, რომელმაც საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ძერბინიმ დუბლი შეასრულა, „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა და 21 იანვარს ფინალში ითამაშებს.

მეორე ფინალისტი დღეს „ინტერისა“ და „ლაციოს“ შეხვედრაში გაირკვევა.

ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“

ნაპოლი - ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 სიმეონე (22), 2:0 ძერბინი (84), 3:0 ძერბინი (86)
გამოუყენებელი პენალტი: იკონე (44, ფიორენტინა)

მკითხველის კომენტარები / 24 /
ერთს გირჩევ ძმურად (ხვიჩა კვარაცხელია)დანებე მსაჯებთან და მოწინაღმდეგეებთან სპორს სულ თავი და ფეღბურთი ითამაშე რითაც შეგვაყვარე თავი..რაც ნიცასთან დაინიშნე მე შენი ფეღბურთი ნაკლებად მახსოვს უფრო იშვიათად გამონათებებიიი დღითი დღე უკლებ სიმართლეს გაუმარჯოს...სასტავს არ გაგაკარებდი დღეს დღეობით რო ცოტა აზრზე მოხვიდე...
სიმართლე
04:06 19-01-2024
19
არ ვიცი როგორ ვთქვა, მიჭირს, მარააა ....
ხვიჩამ ფინალშიც თუ ესე ითამაშა, არ შემრცხვება და ვიტყვი, რომ ამ ბიჭს ფეხბურთი დაავიწყდა... სამწუხაროდ თუ ასე გაგრძელდა, პრემიერლიგა კი არა და სათადარიგო სკამიც სანატრელი გახდება...
ღმერთმა ქნას ვცდებოდე
გიორგი
01:36 19-01-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული