დიდთოვლობის გამო მატჩი ჩაშლის პირას იყო, სტადიონზე მოედნის საფარი შეძლებისდაგვარად მოაწესრიგეს, თუმცა გაზონი მძიმე იყო და ფეხბურთელებს სწრაფად თამაში უჭირდათ.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 76-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლი ვერ გაიტანა.
"კარლსრუემ" ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 24 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 იანვარს გასვლაზე „ჰამბურგს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 21 077 მყურებელი
კარლსრუე - ოსნაბრიუკი 2:1
გოლები: 1:0 კობალდი (4), 1:1 გნასე
(25), 2:1 ვანიტცეკი (55)