lmattino: კვარაცხელია გადაღლილია და შეიძლება "ინტერთან" მატჩში სათადარიგო იყოს

AutoSharing Option

lmattino იტყობინება, რომ "ინტერთან" იტალიის სუპერთასის ფინალში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება სათადარიგო იყოს.

გამოცემის ცნობით, ქართველი გადღლილია, მის მდგომარეობას შეაფასებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვეს, მას სავარაუდოდ ჯაკომო რასპადორი შეცვლის.

ხვიჩამ "ფიორენტინასთან" მოგებულ ნახევარფინალში 71-ე წუთამდე ითამაშა და ჩვეულად საუკეთესოდ ვერ გაისარჯა.

საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ მილანური გუნდი აშკარად უკეთეს ფორმაშია, ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შეხვედრის უგოლოდ დასრულებას და პენალტების სერიას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კვარაცხელიას ძალუძს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქეს დიდი პრობლემები
შეუქმნას და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

ერ-რიადში მატჩი 22 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
საფეხბურთო ექსპერტები ხართ რა, თქვე ხვდებით და ნეაპოლში ვერა რომ "ფროზინონეს, სქურის და დურუჯის კალიბრია" და მაინც ძირითადში აყენებენ, თორემ დასვან სკამზე და იფრენს ნაპოლი, ვაი რამდენი უვიცი ჩაეწერა "გულშემატკივრებში" კვარას დამსახურებით.
სანდრო-ს და გოგა-ს
17:28 22-01-2024
0
მაცარი არ ქნა ეგ საქმე, კაცი ბოლომდე ამუღამებს უკან პასს და ეგეც თუ ვეღარ შეძლო კაპიკი იქნება მისი ფასი
სანდრო
11:33 21-01-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული