lmattino: კვარაცხელია გადაღლილია და შეიძლება "ინტერთან" მატჩში სათადარიგო იყოს

AutoSharing Option

lmattino იტყობინება, რომ "ინტერთან" იტალიის სუპერთასის ფინალში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება სათადარიგო იყოს.

გამოცემის ცნობით, ქართველი გადღლილია, მის მდგომარეობას შეაფასებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვეს, მას სავარაუდოდ ჯაკომო რასპადორი შეცვლის.

ხვიჩამ "ფიორენტინასთან" მოგებულ ნახევარფინალში 71-ე წუთამდე ითამაშა და ჩვეულად საუკეთესოდ ვერ გაისარჯა.

საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ მილანური გუნდი აშკარად უკეთეს ფორმაშია, ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შეხვედრის უგოლოდ დასრულებას და პენალტების სერიას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კვარაცხელიას ძალუძს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქეს დიდი პრობლემები
შეუქმნას და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

ერ-რიადში მატჩი 22 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩემზე დიდი დამცველი და მაქებარი არ ჰყოლია ამ ბიჭს, სულ ბავშვი რომ იყო, იმ დროიდან, მაგრამ ეს უკვე არის გაზულუქებული გლეხუჭას პრანჭვები. არც დაგესიზმრებოდა ხელფასი, რომელსაც გიხდიან, მევალე შენ არ გახრჩობს და ბანკის ოფიცერი და ითამაშე შე კაცო, ახკა გაქვს საუკეთესო წლები და რაღას უნახავ ნიჭს და შესაძლებლობებს, უხმარი ხმალი რომ ჟანგდება, არ გსმენია?! მეც ვიცი, რომ მეტი გეკუთვნის, მაგრამ მაგას გულის მოსვლა და გაბუტვა კი არა, მაგარი თამაში და ხმამაღალი განცხადება სჭ@ირდება. შენ შარშანდელივით ათამაშდი და გინდა ოსიმენივით 10 მოითხოვე (ოღონდ კაცურად, პირდაპირი საუბრით) და არ მოგცემს კი არა, სტადიონთან ერთად სახლ-კარსაც დაუწვავენ ტიფოზები მაგ შენს პრეზიდენტს.
vai vai
18:49 20-01-2024
14
რამ დაღალა? უბრალოდ უკვე აღარ ენდობიან
giorgi 3
18:53 20-01-2024
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული