ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ბრისტოლს“ დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
"უოტფორდმა" ჩემპიონატზე ბოლო მატჩები კარგად ჩაატარა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა და დღეს სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.
მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
რა შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ "ქუინს პარკთან" მატჩში?
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" "ქუინს პარკი" დაამარცხა [VIDEO]