დავითაშვილი დაბრუნდა და ლიგა 1-ის მეორეადგილოსანთან საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ის მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:3 იყო და მისი პასით ვაისბეკმა სხვაობა შეამცირა.

შემდეგ შეხვედრას ჟირონდული გუნდი ჩემპიონატზე 23 იანვარს სახლში „ვალანსიენთან“ ჩაატარებს.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ნიცა 2:3
გოლები: 0:1 გესანი (35), 0:2 სანსონი (47, პენ), 1:2 ლივოლანი (59), 1:3 სანსონი (60), 2:3 ვაისბეკი (76)

მკითხველის კომენტარები / 1 /
პურის მჭამელი,არღანზე მოქეიფე,ფეხბურთს არ მოუკვდა პატრონი როცა ლხინი და ქეიფია
16
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული