მამარდაშვილის "ვალენსია" აღარ ხუმრობს - ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში მესამეადგილოსან „ბილბაოს“ 1:0 სძლია.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ორჯერ ნ.ვილიამსს მიეცა შანსი, მაგრამ ბურთი კარგად ვერ დაარტყა და მამარდაშვილი დაეუფლა. მეორე ტაიმში სტუმრები უფრო გააქტიურდნენ, სანსეტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. შემდეგ დურომ სამი მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, ცოტა ხანში კი მანვე თავურით დალაშქრა უნაი სიმონის კარი. აქედან მოყოლებული ბასკები შეტევაზე გადავიდნენ, შეცვლაზე შესულმა გომესმა ახლოდან დაარტყა ბურთი, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა ქართველი მეკარე, რომელიც გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო. ერთი სიტყვით, "ღამურებმა" პრიმერაზე "ბილბაოს" 2019
წლის მერე პირველად მოუგო და სატურნირო ცხრილში წინ წაიწია.

„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო ხუთ მატჩში დაუმარცხებელია, 32 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 იანვარს მადრიდში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 45 344 მაყურებელი
ვალენსია - ბილბაო 1:0
გოლი: დურო (61)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გაბელიას მერე მეკარე არ გვყოლია და ვეღირსეთ. ქინქლაძის და არველაძის ნაკრებს მამარდა რომ ყოლოდა, ევროზედაც გავიდოდით და მსოფლიოზეც
ლევან მაღლაკელიძე.
21 იანვარი 2024 11:56
6
თქვენ ალბათ გახსოვთ გაბელიას თამაში, მე რაც ჩანაწერებიდან მინახავს საერთო ჯამში მამარდაშვილი ბევრად მაღალი დონის მეკარე მგონია ვიდრე ოთარი იყო.
ზურაბ
21 იანვარი 2024 19:04
1
რა მშრალი სტატიაა, 80 ე, წუთზე მკვდარი ბურთი აიღო ლამის და ეგ მაინც აგღეგნიშნათ.
დარსალია
21 იანვარი 2024 02:34
3
მამარდაშვილმა ვალენსიის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. საერთო ჯამში გიორგის ეტყობა პროგრესი. უკვე დამშვიდებული და უფრო თავდაჯერებული თამაშობს. ადრეც ვწერდი და ეხლაც გავიმეორებ - მამარდაშვილი დღევანდელ ქართველ ფეხბურთელთა შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევს. ეტყობა რომ მშრომელი და წესიერი ადამიანია.
მაგრამ ვალენსიას თამაშის ყურება არის საშინელება. ასეთი უსახური გუნდი ალბათ ძნელი საპოვნელია.გიორგი ამ სეზონის ბოლოს უკვე მზად იქნება ნებისმიერ უკეთეს კლუბში სათამაშოდ.
Walter White
21 იანვარი 2024 02:04
0
და სხვებს რა შეატყვე რომ წესიერები არ არიან?
Pepelu
21 იანვარი 2024 04:16
10
კარგი მატჩი ჩაატარა მამარდამ,მშვიდად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
წარმატებები.
ქობულეთიდან
20 იანვარი 2024 23:53
0
მგონი, მამარდაშვილს ყველაზე უკეთ შეუძლია დიდი მატჩებით გაგვანებივროს წლების მანძილზე - ზედმეტი დაძაბულობის გარეშე.. მეკარე, მაინც მეკარეა - მისთვის გაცილებით იოლი იქნება სტაბილურობაც და აღმასვლაც.. თან, რეალი და ბარსა სხვა თემაა.. ხოლო ვალენსიადან თუ წავა, მხოლოდ გრანდში ალბათ..
მოკლედ, ამ კაცს შესაბამისი ყურადღება სჭირდება..
OsimheN1
20 იანვარი 2024 23:50
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული