მამარდაშვილის "ვალენსია" აღარ ხუმრობს - ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში მესამეადგილოსან „ბილბაოს“ 1:0 სძლია.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ორჯერ ნ.ვილიამსს მიეცა შანსი, მაგრამ ბურთი კარგად ვერ დაარტყა და მამარდაშვილი დაეუფლა. მეორე ტაიმში სტუმრები უფრო გააქტიურდნენ, სანსეტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. შემდეგ დურომ სამი მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, ცოტა ხანში კი მანვე თავურით დალაშქრა უნაი სიმონის კარი. აქედან მოყოლებული ბასკები შეტევაზე გადავიდნენ, შეცვლაზე შესულმა გომესმა ახლოდან დაარტყა ბურთი, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა ქართველი მეკარე, რომელიც გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო. ერთი სიტყვით, "ღამურებმა" პრიმერაზე "ბილბაოს" 2019
წლის მერე პირველად მოუგო და სატურნირო ცხრილში წინ წაიწია.

„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო ხუთ მატჩში დაუმარცხებელია, 32 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 იანვარს მადრიდში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 45 344 მაყურებელი
ვალენსია - ბილბაო 1:0
გოლი: დურო (61)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მამარდაშვილმა ვალენსიის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. საერთო ჯამში გიორგის ეტყობა პროგრესი. უკვე დამშვიდებული და უფრო თავდაჯერებული თამაშობს. ადრეც ვწერდი და ეხლაც გავიმეორებ - მამარდაშვილი დღევანდელ ქართველ ფეხბურთელთა შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევს. ეტყობა რომ მშრომელი და წესიერი ადამიანია.
მაგრამ ვალენსიას თამაშის ყურება არის საშინელება. ასეთი უსახური გუნდი ალბათ ძნელი საპოვნელია.გიორგი ამ სეზონის ბოლოს უკვე მზად იქნება ნებისმიერ უკეთეს კლუბში სათამაშოდ.
Walter White
02:04 21-01-2024
0
რა მშრალი სტატიაა, 80 ე, წუთზე მკვდარი ბურთი აიღო ლამის და ეგ მაინც აგღეგნიშნათ.
დარსალია
02:34 21-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული