მამარდაშვილი ბარბაროსი, უცხოპლანეტელი და მგელია - როგორ შეაფასეს გიორგის თამაში

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში „ბილბაოსთან“ საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (1:0) ჩინებულად გაისარჯა „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო, ბოლოს კი უნაი გომესის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

Sofascore-მა გიორგის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, ხოლო Whoscored-მა 7.9-ით და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. შედარებით დაბალი შეფასება, 7.4 დაიმსახურა ქართველმა flashscore-სგან.

„ღამურების“ საიტმა მოედნიდან გასვლისას მოზეიმე მამარდაშვილის სურათი გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: „დრაკულა, ბარბაროსი, გოლიათი, უცხოპლანეტელი, ბოროტი ჯადოქარი, მგელი“.


მკითხველის კომენტარები / 16 /
რა თქმა უნდა ვალენსია არ არის ის გუნდი, საიდანაც წლის სააუკეთესო მეკარეს აირჩევენ. არადა მეორე წელია ნახევარ გუნდს უდრის
ჟორა
01:01 21-01-2024
3
თამამად გამოდიოდა მაღალ ბურთებზე და ეგ მომეწონა. ძალიან რთული ჩაწოდებები შესაძლოა არ იყო, მაგრამ ფაქტია, თავდაჯერებულობა მომატებული აქვს.
გოგია
18:18 21-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული