კვარაცხელია შეცვალეს - კაცნაკლული "ნაპოლი" სუპერთასის ფინალში "ინტერთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლი“ „ინტერთან“ 0:1 დამარცხდა.

ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა მომენტებს ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა და თამაში მთლად ლამაზი სანახავი ვერ იყო. შემდეგ მილანურმა გუნდმა შეუტია, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელია მეურვეებს გაექცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. მე-60 წუთზე სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, „ნაპოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მწვრთნელმა მაცარიმ 70-ე წუთზე ხვიჩა გაეტანოთი შეცვალა. დარჩენილ დროში „ნერაძური“ შტურმზე გადავიდა და მარტინესმა კომპენსირებულ
დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 იანვარს სერია A-ში რომში „ლაციოსთან“ ჩაატარებს, რომელსაც კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“
ნაპოლი - ინტერი 0:1
გოლი: მარტინესი (90+1)
გაძევება: სიმეონე (60, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 72 /
ზალიან სუსტი გუნდია წელს ნაპოლი და ეს კველაფერი შეეტყო კიდეც ხვიჩას.არაა ხვიჩა მარადონა ნუ ჯერჯერობით მაინც გმერთმა ქნას გახდეს.რთული პერიოდი უდგას ბიჭს ეს ფეხბურთის ნაწილია.იმის მაგივრად რო გვედრდით დაუდგეთ გაამხნეოთ პირიქით დამცინავი კომენატარებია ამაზრზენი,ქართველობა და პატრიოტიზმი ტუ დაკარგეთ თქვე კაი ხალხნო ადამიანობასად წაიღეთ?სირცხვილია სირცხვილი ნუაყვებით ვიგაც ჭორიკანა უტრაკო ჟურნალისტებს თორე მოვა დრო და შეგრცხვებათ თქვენი საქციელის.მიდი ხვიჩა შეუბერე მომდევნო ტურში ვიცი აუცილებლად გაიტან უფალი გფარავდეს ძმაო გვეამაყები ქართველებს .
misho
02:18 23-01-2024
6
პირველი ტაიმის ბოლოს რო მომენტი ჰქონდა, ზუსტად ასახავს მის დღევანდელ მდგომარეობას.შეშინებული, დამფრთხალი ფეხბურთელი,ვეღარც კაცს ატყუებს, ვერც კარში ურტყამს.ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რეალობა ასეთია.*
დათო*
01:10 23-01-2024
14

სიახლეები პოპულარული