დე ლაურენტისი: მსაჯებმა ისევ სამარცხვინოდ გამოიჩინეს თავი

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასის ფინალში "ნაპოლი", რომელიც მე-60 წუთზე ჯოვანი სიმეონეს გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, "ინტერთან" 0:1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ნეაპოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიამ 70-ე წუთამდე ითამაშა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი არ მივიდა, კომენტარი კი კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.

"სატრანსფერო ფანჯარაში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, ჩვენ უკვე სამი ფეხბურთელი დავიმატეთ, კიდევ ორთან კონტრაქტის გაფორმებაზე მიმდინარეობს მუშაობა. წავაგეთ, მაგრამ დავინახე, რომ გუნდი პროგრესირებს. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული დავრჩით, მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ.

ამ სეზონში მსაჯების სუსტი მხარეები ცხადია.
ეს მხოლოდ ჩვენთან შეხვედრებს არ ეხება. თამაშის წინ სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯანლუკა როკის ვუთხარი, მერამდენედ როგორი სამარცხვინო საქციელით გამოიჩენდნენ თავს არბიტრები. ასეც მოხდა.

საუდის არაბეთმა ფეხბურთის სიყვარულით და მასპინძლობით სასიამოვნოდ გამაკვირვა, თუმცა ყველაფერი უხეირო მსაჯობამ წაახდინა. ისე, ამ სუპერთასს დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - ციტირებს დე ლაურენტისს Mediaset-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Hakanze unda mieca barati sanam kvara ar chachexa ar amoigo(4 jarima iyo chakxanas)magazea saubari simeones oridan oriveze misca :)))superligis gamodzaxilia kalchodan mgoni aurelios mxares!!!traki miayenes bazaria:))))
L.J .
13:49 23-01-2024
2
ჩაკვეტინიო იყიდე შე ჩემის სპანჯბობო ლობოტკას ჟელენსკის და იმ ტყიურს სამივეს ერთად ჩაისვავს ჯიბეში!!! თვალები გაახილე და უყურე ჩვენი ნაკრების თამაშებს
რონი
11:33 23-01-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული