"ნაპოლი" დამარცხდა, თუმცა ჩემპიონს ჰგავდა; კვარაცხელიას არ გაუმართლა...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სუპერთასს ვერ შესწვდა, "ინტერთან" დრამატულად (0:1) დამარცხდა. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე მსჯელობა ერთმანეთს ზედმეტად დაემსგავსა, პრობლემები მუდამ ანალოგიურად გამოიყურებოდა, ახლა კი განსხვავებული შეხვედრა ვნახეთ.

პირველ რიგში, ვალტერ მაცარის ბიჭებს ეტყობოდათ, რომ ჩემპიონები თამაშობდნენ, რასაც მთელი სეზონია, ვერ ვგრძნობთ. გუნდი შემართული იყო და ობიექტურად მასზე სოლიდური შემადგენლობით დაკომპლექტებულ (თანაც, ოსიმენისა და ანგისას არყოფნაში) საკუთარი ძლიერი მხარეების მოხვევასა და არაფრის დათმობას აპირებდა. რამაც საბოლოოდ ამ საქმეს, ყველაზე დიდი, ხელი შეუშალა, გაძევება იყო, ეს ამბავი კი გუნდს ბოლო დროს
ძალიან მოუხშირდა.

როგორც ჩანს, სამმცველიან ტაქტიკურ სქემასთან ნეაპოლური გუნდი უკეთ ადაპტირდა. მაცოკი მარცხენა ფლანგზე სივრცეებს ითვისებდა, რაც ხვიჩა კვარავხელიას მეტი მოძრაობის, ცენტრში მოქმედებისა და თავისუფალი ზონების დაუფლების საშუალებებს აძლევდა. პირველ ტაიმში "კვარას" საგოლე ეპიზოდი სწორედ ასე შეექმნა - ლობოტკამ ცენტრიდან ბურთი სისწრაფეზე გააყოლა, ხვიჩა რამდენიმე მეურვეს გაუმკლავდა, თუმცა კარში დასარტყმელად იდეალური დრო ვერ შეარჩია. თითქოს კვარაცხელია ბევრს ფიქრობს იმაზე, კიდევ ერთი გამოუყენებელი მომენტი არ ჰქონდეს, დაარტყას ისე, როგორც იდეალურად წარმოუდგენია, ზოგჯერ კი ეს გადაწყვეტილების მარტივად მიღებას ხელს უშლის. ის კი, რომელიც იან ზომერმა მოიგერია, ქართველმა ფეხბურთელმა მართლაც მშვენივრად შეასრულა, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა კიპერები, უბრალოდ, შეუვალნი არიან.

Sportall.Ge

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა 77-ე ნომერმა ჯარიმები როგორც ჩააწოდა, ასევე კარისკენ დაარტყა. ორი წელია, ჩვენებურს ამ კომპონენტში ნდობა ნაკლებად აქვს, გუნდი კი სტანდარტულ სიტუაციებს შედეგიანად ვერ იყენებს. ამჯერად არც ხვიჩას გამოუვიდა, მაგრამ ეს იქნებ რაღაც ახლის დასაწყისი იყოს - მწვრთნელის მხრიდან დამოკიდებულების შეცვლა და თავად მისი მოწადინებაც უკვე კარგია. შესაძლოა, კვარაცხელიამ რაღაცები მეტადაც მოითხოვა, ვიდრე მანამდე... კუთხურებზეც მუდმივად ვწერთ, რომ ხვიჩას მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე არ უნდა იყენებდნენ.

გაძევებაზე ვისაუბრეთ და აქ მწვრთნელის როლს ვერ გავექცევით - გაფრთხილებული სიმეონეს მინდვრიდან გაყვანა მანამდე იკვეთებოდა, თანაც, რასპადორი სათადარიგოთა სკამზე იყო. შემდეგ მაცარიმ პენალტების სერიამდე მისვლა სცადა, მაგრამ როცა დაცვა შენი საუკეთესო მხარე არაა, კვარაცხელიას კი, რომელსაც "ინტერი" ყველაზე მეტად უფრთხოდა, ცვლი, მზად უნდა იყო,  მოწინააღმდეგე უკანმოუხედავად შეგიტევს, რადგან კონტრშეტევის საფრთხესაც კი ვერ გრძნობს. "ნაპოლის" დამრიგებელი პირველი არაა, ვინც ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ პასუხობს...

სუპერთასმა გარკვეული იმედები გააჩინა, ოპტიმიზმი ჩასახა და ახლა გუნდმა რამენაირად უნდა სცადოს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს და ამავე ტურნირზე "ბარსელონას" ღირსეულად ეთამაშოს. უახლოესი გამოწვევა "ლაციოსთან" მატჩია - დისკვალიფიცირებული კვარაცხელიას გარეშე...

altკვარაცხელია შეცვალეს - კაცნაკლული "ნაპოლი" სუპერთასის ფინალში "ინტერთან" დამარცხდა [VIDEO]

altდე ლაურენტისი: მსაჯებმა ისევ სამარცხვინოდ გამოიჩინეს თავი

მკითხველის კომენტარები / 35 /
საჩემპიონო თამაში არა, მაგრამ ჩავარდნის მერე ნაპოლი აშკარად პროგრესის გზაზე დგას - ძალიან მდეგარი წინააღმდეგობა გაუწია სერია ა-ს პირველადგილოსანს, რომელთანაც სხვაობა 20 ქულაა, რაც ძალიან დასაფასებელია. ხვიჩას რაც შეეხება, აშკარად ჭირდება ინდივიდუალური მუშაობა და მწვრთნელ-ინსტრუქტორი, რომელიც დაახვეწინებს კარში საჭირო მომენტში სწრაფ, მოულოდნელ დარტყმას, ასევე დრიბლინგისას ოქროს შუალედის წესით მოქმედებას. მას ხანდახან ძალიან უგრძელდება ბურთის ფლობა,ამ დროს კი მოწინაარმდეგის დაცვა მატულობს სიახლოვეში და კიდევ უფრო უზღუდევს სივრცეს. როგორც ამ თAმაშიი, როცა უკან პარტნიორი ედგა, მგონი პოლიტანო და ჯობდა მასზე გაეკეთებინა პასი სანამ ბოლომდე დაბლოკავდნენ. ანუ ეს გუნდთან ერთად ვარჯიშებზე დასახვეწია. იმედია აქამდეც მივლენ და უკეთEს შედეგებს დადებენ
სანდრო
20:11 24-01-2024
4
ყველა დაბალი დონის მწვრთნელი ასე გააკეთებდა,რაც მაძარიმ აკეთა,როგორ გავს სანიოლის? იგივე შემადგენლობა რომ დაეტოვა რა იქნებოდა? არანაირი ტაქტიკური მონახაზი სანიოლივით, ჩააყენე ტროლეიბუსი კარში. აურელიომ ის ტოტი მოჭრა რომელზეც იჯდა,ახლა თავისთავს დააბრალოს. (მაძოკი რუიზე ღორი)
სვანსკი
10:41 24-01-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული