ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა - "ბორდომ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის 21-ე ტურში „ბორდომ“ სახლში აუტსაიდერი „ვალანსიენი“ 3:1 დაამარცხა.

„ბორდო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და შესვენების შემდეგ 18 წლის ნახევარმცველმა ემანუელ ბიუმლამ დააწინაურა, რომელსაც პასი პედრო დიასმა გაუკეთა. ცოტა ხანში მეტოქის კარი დიასმაც დალაშქრა, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს. 86-ე წუთზე კი ბორდოელთა სლოვენიელმა ლეგიონერმა ჟან ვიპოტნიკმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა - Sofascore 7.0, flashscore 6.7.

ჟირონდული გუნდი 25 ქულით მეცამეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 6 ქულით დაშორდა და 29
იანვარს „ანჟეს“ უმასპინძლებს.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ვალენსიენი 3:1
გოლები: 1:0 ბიუმლა (57), 2:0 პედრო დიასი (66), 2:1 ბუტატაუ (80), 3:1 ვიპოტნიკი (86)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მცდარია-ითამაშა,სწორია-გაერთო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული