ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში შეკრებაზე მყოფი "სლოვანი" ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში "დინამოს" რიგებში ლუკა გაგნიძემ იასპარეზა. ბრატისლავურ გუნდში, რომელიც უმცროსი ვლადიმერ ვაისის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს. კანკავამ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში სლოვაკელთა გუნდში შეცვლაზე თავისუფალ აგენტად მყოფი ვაკო გვილია შევიდა.

რუსულ კლუბთან სპარინგმა უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია. "სლოვანმა" ყველა ინფორმაცია დამალა, ŠPORT.sk წერს, რომ შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში გაიმართა და ბრატისლაველებს აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებთან არ უნდა ეთამაშათ.

ჩეხური Sport-ის ცნობით, იმის გამო, რომ "სლოვანმა"
რუსულ გუნდთან ითამაშა, პრაღის "სლავიამ" ბრატისლაველებთან 4 თებერვალს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა.

კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა: "არ მინდა პოლიტიკა ფეხბურთთან დავაკავშირო. ეს ადამიანური ტრაგედიაა, რაც უნდა ხდებოდეს. მე რუსეთში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორია მათი მენტალიტეტი, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ნებისმიერ ძალადობას ვგმობ, თუმცა სპორტი პოლიტიკასთან კავშირში არაა".

მკითხველის კომენტარები / 68 /
ყველა (140 მილიონი) რუსი არის რუსეთის რეჟიმის სამხედრო დანაშაულებათა მორალური სპონსორი!!!
ყველა რუსი მიესალმება სხვა ქვეყნების შავი ზღვის კურორტების ოკუპაციას.
ქ. გ.
11:26 24-01-2024
20
ისევ აირია მონასტერი,არ გამიკვირდება ქართული კლუბებიც თუ ეთამაშებიან ოკუპანტებს,ჩვენ ხო უპრინციპო ერი ვართ, ზედ ხომ გვივლიან, მაინც მათი მონები ვართ,ელარჯის და ერთი ადგილის წელია ერი!!!!!
სანდრო
03:54 24-01-2024
61

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული