"ტორინოს" სპორტულმა დირექტორმა საბა საზონოვის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ტორინოს" სპორტულ დირექტორ დავიდე ვანიატის გუნდის ქართველი მცველის, საბა საზონოვის მომავლის შესახებ დაეკითხნენ.

როგორც იცით, ჩვენებურს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ მწვრთნელი ივან იურიჩი მასზე მუდამ დადებითად საუბრობს.

"საზონოვის იჯარაზე ან მისთვის რაიმე ახალი ვარიანტის პოვნაზე არ ვმუშაობთ", - ციტირებს ვანიატის სიტყვებს RB Sport-ი.

ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურინელები საბაზე დიდ იმედებს ამყარებენ და მას, დიდი ალბათობით, სათამაშო დროც გაეზრდება.

მიმდინარე სეზონში საზონოვმა "ტორინოს" 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მინდორზე 149 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაპოლი სჯობს! არა რომა უკეთესია, ინტერზე რას იტყვით? მარა არავინ კითხულობთ, ამ ბალღმა თამაშითუ იცის, თამაში?
მასე აკაკი წერეთელი დღედაღამე თამაშობდა ბანქოს, მარა სულ აგებდა. ილია კი სულ იგებდა. რატომ?
რადგან სულ თამაშობდა გამოდის აკაკი ბანქოს გენია იყო? ისეა აი ყაზილარიც. იყიდიან თუ დასაკლავად გავყიდით, წონა კი აქვს, მარა მთავარი ფეხბურთში თავია თავიიიი!
კ ო მ ბ ლ ე
15:28 24-01-2024
65
ნაპოლის კი არა, მილანს სურს ბონჯორნო. თუმცა ნაპოლის დაცვას დახატავდა მართლაც. საზონოვსაც წაადგებოდა ეს ტრანსფერი.
Burton
14:23 24-01-2024
2

სიახლეები პოპულარული