საზონოვით გერმანული კლუბი ისევ დაინტერესდა - გაუშვებს "ტორინო"?

AutoSharing Option
liga-zwei.de "ბილდზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ "ტორინოს" 21 წლის მცველი საბა საზონოვი შეიძლება "ჰამბურგში" გადავიდეს.

"ჰამბურგი" ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს და მთავარ კანდიდატად "ტორინოს" 23 წლის ჩეხ ლეგიონერს, დავიდ ზიმას მოიაზრებს, რომელიც საზონოვის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. HSV მზადაა ზიმა სეზონის ბოლომდე 500 ათას ევროდ იჯარით აიყვანოს და შემდეგ მისი 6 მილიონად გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს. ტურინულ კლუბს კი სურს, ახლავე 5.9 მილიონად გაყიდოს - ზუსტად ამდენი გადაუხადა ზიმაში 2021 წელს პრაღის "სლავიას".

თუ ჩეხის გადაბირება ვერ შეძლო, "ჰამბურგი" საზონოვის ვარიანტზე
გადაერთვება, რომლის შეძენას ზაფხულში აპირებდა.

"ტორინოს" მწვრთნელი ივან იურიჩი საზონოვს ხშირად აქებს, ამბობს, რომ პერსპექტიული, მიზანმიმართული და ძალიან შრომისმოყვარეა. მიუხედავად ამისა, საბას იშვიათად ათამაშებს, თუმცა მასზე იმედებს ამყარებს და ალბათ, სხვა გუნდში არ გაუშვებს.

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მენეჯერმა, იტალიელმა ორესტე ჩიკვინიმ, საზონოვის შესახებ კომენტარი РБ Спорт-თან გააკეთა: "არ ვიცი, საზონოვის "ტორინოში" ტრანსფერი შეცდომად დავასახელო თუ არა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის იტალიის ჩემპიონატისთვის მზად არაა. უბრალოდ მზად არაა".

"ჰამბურგი" 18 ტურის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში 34 ქულით მესამე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაკვეტაძის დროინდელი ჰამბურგი რომ მახსოვს,მაჟრიალებს.არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ვუსურვებდი,ასეთი სტილის გუნდში თამაშს.
სოსო
25 იანვარი 2024 20:14
1
მაშინაც მეზარებოდა,მათი თამაშის ნახვა და რაც ჩაკვე იქიდან წამოვიდა,საერთოდ აღარ გამიხედია,მათკენ.მთელი თამაში,მხოლოდ და მხოლოდ,მეტოქის ფეხბურთელზე ფიზიკური ზეწოლა იყო.ბურთს არავინ უყურებდა,პირდაპირ კაცს ეჯახებოდნენ და ცდილობდნენ,ბურთისათვის ჩამოეშორებინათ,მეორეს კი,ბურთი აეღო,ამას უამრავი ჯარიმა და თავის ტრავმა მოსდევდა.ერთადერთი სურვილი მქონდა, ჩაკვეს,როგორმე სერიოზული ტრავმის გარეშე ჩაემთავრებინა ის კონტრაქტი.თვითონ ჩაკვეც,მგონი ასე იყო.მოაზროვნე,ტექნიკური ფეხბურთელის ადგილი,იმ კლუბში არ იყო.ახლა რა ხდება არ ვიცი,მაგრამ ასე მოკლე დროში,თამაში დიდად არ შეიცვლებოდა.
სოსო
26 იანვარი 2024 11:07
0
რა სტილი აქვთ ასეთი?)
დავით 67
25 იანვარი 2024 22:46
0
ყველა გამოხმაურება
მწარე რელობაა, მაგრამ მართალია ორესტე ჩიკვინი, 5 წთ-იც საკმარისი აღმოჩნდა რომ იგივე აზრი გამჩენოდა, მოედანზე დაკარგულივით მოძრაობს, ბურთის მოძრაობის კონტროლი უჭირს და ა.შ.
გუსანი
25 იანვარი 2024 23:35
22
ხუთ წუთში რანაირად გამოიტანე დასკვნა 90 წუთში საშუალოდ სამ წუთზე მეტს არ ეხებიან ბურთს შენ რანაირად გაერკვიე?! :)))
giorgi
26 იანვარი 2024 11:02
0

სიახლეები პოპულარული