საზონოვით გერმანული კლუბი ისევ დაინტერესდა - გაუშვებს "ტორინო"?

AutoSharing Option
liga-zwei.de "ბილდზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ "ტორინოს" 21 წლის მცველი საბა საზონოვი შეიძლება "ჰამბურგში" გადავიდეს.

"ჰამბურგი" ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს და მთავარ კანდიდატად "ტორინოს" 23 წლის ჩეხ ლეგიონერს, დავიდ ზიმას მოიაზრებს, რომელიც საზონოვის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. HSV მზადაა ზიმა სეზონის ბოლომდე 500 ათას ევროდ იჯარით აიყვანოს და შემდეგ მისი 6 მილიონად გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს. ტურინულ კლუბს კი სურს, ახლავე 5.9 მილიონად გაყიდოს - ზუსტად ამდენი გადაუხადა ზიმაში 2021 წელს პრაღის "სლავიას".

თუ ჩეხის გადაბირება ვერ შეძლო, "ჰამბურგი" საზონოვის ვარიანტზე
გადაერთვება, რომლის შეძენას ზაფხულში აპირებდა.

"ტორინოს" მწვრთნელი ივან იურიჩი საზონოვს ხშირად აქებს, ამბობს, რომ პერსპექტიული, მიზანმიმართული და ძალიან შრომისმოყვარეა. მიუხედავად ამისა, საბას იშვიათად ათამაშებს, თუმცა მასზე იმედებს ამყარებს და ალბათ, სხვა გუნდში არ გაუშვებს.

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მენეჯერმა, იტალიელმა ორესტე ჩიკვინიმ, საზონოვის შესახებ კომენტარი РБ Спорт-თან გააკეთა: "არ ვიცი, საზონოვის "ტორინოში" ტრანსფერი შეცდომად დავასახელო თუ არა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის იტალიის ჩემპიონატისთვის მზად არაა. უბრალოდ მზად არაა".

"ჰამბურგი" 18 ტურის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში 34 ქულით მესამე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაკვეტაძის დროინდელი ჰამბურგი რომ მახსოვს,მაჟრიალებს.არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ვუსურვებდი,ასეთი სტილის გუნდში თამაშს.
სოსო
20:14 25-01-2024
1
მწარე რელობაა, მაგრამ მართალია ორესტე ჩიკვინი, 5 წთ-იც საკმარისი აღმოჩნდა რომ იგივე აზრი გამჩენოდა, მოედანზე დაკარგულივით მოძრაობს, ბურთის მოძრაობის კონტროლი უჭირს და ა.შ.
გუსანი
23:35 25-01-2024
22

სიახლეები პოპულარული