კვარაცხელიამ "ბარსელონაში" გადასვლა იუარა - ესპანური გამოცემა მიზეზს ასახელებს

AutoSharing Option
ცნობილი ესპანური გამოცემა El Nacional-ის ცნობით, "ბარსელონა" "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერით, ხვიჩა კვარაცხელიათი და "ბაიერნის" ნახევარმცველით, იოზუა კიმიხით ინტერესდება, თუმცა "ბლაუგრანასთვის" ტრანსფერების გაჩარხვა რთული იქნება.

"სამწუხაროდ, "ბარსელონა" ისეთ გუნდებს, როგორებიც "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" არიან, სინათლის წლებით შორდება.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" ნახევარმცველმა კიმიხმა "ბარსაში" გადასვლაზე უარი უკვე განაცხადა, გერმანელმა კატალონიურ კლუბში ტრანსფერი ხავის გამო იუარა.

მსგავსი სიტუაციაა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც. ქართველი სულ მალე ხავის გუნდს დაუპირისპირდება და მათ დიდ საფრთხესაც შეუქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას შედეგიანობა გასულ სეზონთან
შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით გულშემატკივრების აღფრთოვანებას მაინც იწვევს.

22 წლის ასაკში კვარაცხელია დეკუს ("ბარსელონას" სპორტული დირექტორი) სატრანსფერო სიაში მოხვდა. მეტიც, ხვიჩა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატია. თუმცა ტრანსფერს არა მხოლოდ შემტევის სურვილი, არამედ "კვარას" სატრანსფერო ფასიც ართულებს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

altCorriere dello Sport: მაცარიმ კვარაცხელიას შემცვლელი შეარჩია

altკვარაცხელია და ოსიმენი - განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული...

მკითხველის კომენტარები / 35 /
ბარსა ერთადერთი ტოპ კლუბია, სადაც მარცხენა ფლანგელი არ ჰყავთ.
ლადო
13:55 26-01-2024
3
1) შეეშვით რა კვარაცხცელიას, ვისაც არ მოგწონთ გაიარეთ და უბალეშიკეთ ჰალანდებს და მბაპეებს.
2) ხო აი კვარაა ნაპოლის პრობლემა მარტო :) ჩაძირულია მთელი გუნდი და მართლა მესი არაა კვარა რო მარტომ ათრიოს (ეგეც ცალკე განსახილველი ამბავია, ძველ არგენტინას თუ გავიხსენებთ).
3) ხო აი ოსიმენები დაფრინავენ პირდაპირ! :)) პრო*ი მაინც არაა კვარა ძაან ბევრ საკითხთან მიმართებაში.

ხო და მიხედავს ეგ ბიჭი თავის თავს, ტვინი გაღუნეთ უკვე თქვენი კრიტიკებით და ცოლებზე გადაბრალებებით - ხო არა თქვენ გინდათ კაი ცხოვრება და კვარა იყოს რობოტი, ოჯახის გარეშე და ა.შ. (ქალებში ხეტიალს და კლუბებს, ბევრად ჯობს დაოჯახებული იყოს).

პ.ს დიდი იმედი მაქვს კვარა წლის თამაშს დადებს ბარსასთან და სწორედ ეგ იქნება გადამწყვეტი რო ზაფხულშივე გადავიდეს ბარსაში. (მგონია რო იდეალურად შეეწყობა მაგ გუნდს და ბარსას დაბრუნება/გაბრწყინების ერთ-ერთი ავტორიც გახდება, ისევე როგორც ნაპოლიში ქნა).
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული