საზონოვი ჩინებულად შევიდა შეცვლაზე - "ტორინომ" სტუმრად "კალიარის" სძლია

AutoSharing Option
სერია A-ს 21-ე ტურში „ტორინომ“ გასვლაზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა 77-ე წუთზე ანგარიში შეამცირეს, რის შემდეგაც ტურინული გუნდის მცველი საბა საზონოვი 78-ე წუთზე ანტონიო სანაბრიას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიკავა ადგილი და საკმაოდ კარგად ითამაშა. აქედან მოყოლებული სარდინიელები შტურმზე გადავიდნენ და კონტრშეტევაზე კომპენსირებულ დროში პიეტრო პელეგრისგან გოლი მიიღეს, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ბოლოს საზონოვმა ორჯერ არ გაატანინა მეტოქეს და „ტორინომ“ გაიმარჯვა.

საბამ ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა - Sofascore 7.1, Whoscored 6.6,
flashscore 6.4.

„ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ტორინო 1:2
გოლები: 0:1 საპატა (23), 0:2 რიჩი (45+3), 1:2 ვიოლა (77)

მკითხველის კომენტარები / 12 /
საზონოვი დაუმუშავებელ ქვას გავს და თუ კი მას იურიჩი გონივრულად მიუდგა მისგან ერთერთ ყველაზე მოთხოვნად და ელიტარულ ცენტრალურ მცველს გამოძერწავს სერია ა-ში. საბა იდეალურად არჩევს პოზიციას ბურთის დასწრებაზე(გამოტანაზე) და ამას სისწრაფეში აკეთებს რაც ყველაზე მეტად აკლია ქართველ მცველებს, ეს სქილი კი თუ არა გაქ გამორიცხულია ტოპ ცენტრ ბექი როდესმე გახდე. მეტ დროს იმსახურებს აშკარად და იმედია მწვრთნელი თანდათან გაუზრდის მას დროს და მის ნიჭს მიცემს "ამოფრქვევის" საშუალებას.
Charley
02:56 27-01-2024
2
დიდი წარმატებები საბას!
გიზოგ
01:58 27-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული