"ნაპოლიმ" კვარაცხელია უნდა გაყიდოს" - "პარტენოპეის" ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა აგოსტინელიმ TuttomercatoWeb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარტენოპეიმ" ქართველი გარემარბი აუცილებლად უნდა გაასხვისოს.

"კვარაცხელიას უკვე შეუძლია, რომ "ნაპოლი" დატოვოს, სამწუხაროდ, "პარტენოპეი" შარშანდელ შედეგს დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ გაიმეორებს, დე ლაურენტისს სჭირდება, რომ მისი გაყიდვით რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინოს", - განაცხადა აგოსტინელიმ.

ცნობისთვის, ანდრეა "ნაპოლის" 2003 წელს წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, შუა სეზონში გაათავისუფლეს.

altმარადონას შვილი: ჩემს მამას კვარაცხელია ეყვარებოდა, რადგან...

altკვარაცხელიამ "ბარსელონაში" გადასვლა იუარა - ესპანური გამოცემა მიზეზს ასახელებს

alt

ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...
მკითხველის კომენტარები / 16 /
სამწუხაროდ ასეთ კვარაცხელიში ბევრ ფულს არავინ გადაიხდის.იქნებ ცოტა აზრზე მოვიდეს,ინდივიდუალურად ბევრი ივარჯიშოს და ზაფხულამდე მოუმატოს თორემ რაც უფრო დრო გავა მეტად გაუჭირდება.
ასე მგონია
14:01 28-01-2024
20
კვარა ძალიანაც სწორად იქცევა თავს რომ არ იკლავს და თუ ასე გააგრძელა ლაურენტისს მაქსიმუმ 50 მილიონიც რომ შესთავაზონ აუცილებლად გაყიდის ! მაგ გველაძაუამ ფეხბურთისგან განსხვავებით ბიზნესი კარგად იცის და ისიც იცის რომ "ტავარი" (ამის შესაფერ ქართულ სიტყვას ხვიჩას ვერ ვაკადრებ) მანამ უნდა გაყიდო სანამ რაღაცა ფასი აქვს !
zura222
15:35 28-01-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული