L'Équipe: კიტეიშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი ეპატიჟება

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "მეცი" "შტურმის" 27 წლის ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

გამოცემა იტყობინება, რომ "მეცი" პლეიმეიკერს ეძებს, "უოტფორდიდან" იმრან ლუზას გადაბირება ვერ შეძლო (იჯარით ლორიენში გადავიდა) და კიტეიშვილის სამსახურით დაინტერესდა, რომელიც პერსპექტიული კანდიდატია, რადგან მალე თავისუფალი აგენტი გახდება.

კიტეიშვილმა ამ სეზონში 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და შეიძლება გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ,ყველაზე ერუდირებული ფეხბურთელია,კიტე ლა ლიგაში, ან სერია ა-ში გადადი!!!
ნინი
14:55 30-01-2024
1
შტურმს რამდენად ჯობია მეცი არ ვიცი.. შტურმი ევროტურნირებს მაინც თამაშობს..პლუს მაგარ ადგილას ცხოვრობს,საფრანგეთში ძაან რთულია ცხოვრება ეგეთი მკვდარი ადგილი მეორე არ ვიცი.. სეზონია როა კინო მთელი საფრანგეთი მაგას გავს საღამოს 5 საათის მერე ფრანგს ვერ შეხვდები ქუჩაში..
berg
13:45 30-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული