ჯუღელი "ნაპოლის" ხვიჩას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება - კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილსა და შეთავაზებულ ხელფასს შორის დიდი სხვაობაა

AutoSharing Option
Calciomercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის ახალ კონტრაქტზე "ნაპოლის" ჯერჯერობით ვერ უთანხმდება.

ქართველი ვარსკვლავი ამჟამად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "პარტენოპეი" კი მას ხელფასის გასამმაგებას სთავაზობს, რაც ჩვენებურის მხარეს არ აკმაყოფილებს.

Calciomercato წერს, რომ ხვიჩას და მის აგენტს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი სურს, ამიტომ ახალი კონტრაქტის ამ ეტაპზე გაფორმება ჯერჯერობით შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, კვარაცხელია "ნაპოლიში" 2027 წლამდე უნდა დარჩეს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
პრობლემა იმაში არაა, რომ თავის დროზე 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, არც იმაში, რომ საწყის ხელფასად 1.2 მილიონი განესაზღვრა. რუსეთის ჩემპიონატიდან მისული, ყველასთვის უცნობი ბიჭი იყო და სრულიად ბუნებრივია, რომ თავიდანვე ვარსკვლავურ ხელფასს არ და ვერ დაუნიშნავდნენ. ამ ისტორიაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მასში გამოსასყიდი თანხა არავის ჩაუწერია, თორე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახალ სეზონს რომელიმე გაცილებით მაღალი რანგის კლუბში შეხვდებოდა, შესაბამისი ხელფასით.

პ.ს ვის უნდა ეზრუნა ადექვატური გამოსასყიდი თანხის კონტრაქტში შეტანაზე ნეტა?! მართალია...ამიტომ, როცა რუსეთს ტოვებ და ევროპაში მიდიხარ, აგენტიც შესაბამისი უნდა აიყვანო და არა ჯუღელის ყაიდის ოროსანი:))
pablo
20:54 30-01-2024
3
ვერ გავიგე რატო არ უნდა ქონდეს. ნებისმიერი პრემიერლიგისა და ლა ლიგის გუნდი მისცემს 7 და მეტს. რაღაცეებს რო ბჟუტურებთ არ ეკუთვნისო აბა ვის ეკუთვნის თუ ხვცას არ ეკუთვნის. ნუ უყურებთ ხვიჩას ჩასული მზესავით. მთელი თავისი ბრწყინვალებით აწი გაიხსნება. გადახედეთ ნაპოლის დანარჩენების ხელფასებს და მერეტქვით. ზელინსკის რამდენს თავაზობდნენ? და რამდენს მიიღებს ინტერში? და ზელინკიზე მეტი გავლენა არ იქონიია ჩემპიონობაში? ჩაავარდნა აქვსო რო იძახით? რომელი ბრწყინავს ეხლა ნაპოლიში? მასე ოსიმენს 10 მილიონი და ხვიჩას 3 არაადეკვატურია. დავაფასოთ ჩვენი ოქრო ბიჭი. ჯერ ის მარტო რადღირს ევროპული გუნდები და გრანდები აკვირდებიან ქართველ ფეხბურთელებს. და ვისი დამსახურებაა?... ან იქნებ ფეხები ტკივა.? გიტყან მასე და როგორ იქნებოდით? ღვიჩა გფარავდეს ღმრთისმშობელი სადიდებლად ჩვენი საქართველოსი... გაუმარჯოს ხვიჩას
ჯიმა
19:28 30-01-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული