უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ყოველთვის ფართოდ აშუქებდა - "ლოკომოტივში", "რუბინში", საქართველოს ნაკრების მატჩზე თბილისში იმყოფებოდა და იური სიომინთან ერთად ქართველი იტალიაშიც მოინახულა. მან "ნაპოლისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის შესახებ "იუთუბის" არხზე ინტერვიუში ისაუბრა:

"ხვიჩასადმი იყო და რჩება ფენომენალური სიყვარული. მისი და მთელი "ნაპოლის" პრობლემა მიმდინარე სეზონია. როგორც გუნდი, ჩვენ თვალწინ ინგრევა. კონფლიქტებიც და მწვრთნელის შეცვლაც.

უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა? მისთვის სწორ ატმოსფეროში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, მაგალითად, რუსეთში მოჩანდა, როდესაც "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. იქ ძლიერი გუნდი იყო, ის 17
წლისა ჩამოვიდა და პროგრესი დაიწყო. "რუბინში" პირველ წელს ვითარდებოდა, იზრდებოდა, შემდეგ დაიწყო პრობლემები და ისიც ქვევით დაეშვა.

Sportall.Ge

თუ "ნაპოლი" ისევ ვერ შეძლებს სწორ გზაზე დადგომას, ვფიქრობ, ხვიჩას ისტორიისთვის ურიგო არ იქნება სხვა ლიგაში, სხვა ჩემპიონატში წასვლა. თუმცა, დე ლაურენტისისგან წასვლა ძნელია, ვინაიდან ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ხელფასს ოსტატების დონეზე იღებს? რამდენადაც ვიცი, პირველი ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 1 მილიონ ევროს იღებს. პრინციპში, ეს "ნაპოლისთვის" მომგებიანი გარიგება იყო... თავისუფალ აგენტად აიყვანეს? არა, ბათუმის "დინამოს" გადაუხადეს, იქ რთული გარიგება იყო. 10 მილიონი დაუჯდათ, ახლა კი მინიმუმ 50-60 მილიონი ღირს.

კვარაცხელიაზე იტალიაში ყურმოკვრით იცოდნენ, რომ "აიაქსი" და "ტოტენჰემი" იყვნენ დაინტერესებული. სპალეტი აკვირდებოდა? რ თქმა უნდა, ის კარგად იცნობს რუსეთის პრემიერლიგას.

მგონია, "ნაპოლის" სეზონი ჩაუვარდება და ძნელად წარმოსადგენია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს. დიდი პრობლემები აქვთ, კიდევ შიდა კონფლიქტები - კვარაცხელიას აგენტის ინტერვიუ, როდესაც ოსიმენს შეეხო, ის კი არ გაჩუმდა.

Sportall.Ge

იციან რა ნეაპოლელების ტემპერამენტი, იტალიაში ვარაუდობდნენ, რომ სკუდეტოს მოპოვების მერე უახლოეს წლებში "ნაპოლის" კატასტროფა ელოდა. ისინი კიდევ ხუთი წელი იზეიმებენ ჩემპიონობას. რატომ გადააყენა დე ლაურენტისმა სპალეტი? გასული წლის მარტში, როდესაც სერია A-ში უახლოეს მეტოქეს 15-20 ქულით გაექცნენ და ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" თამაშობდნენ, გუნდში პრობლემები წარმატების "გაყოფის" გამო დაიწყო. დე ლაურენტისი პიარით გაერთო, გუნდის საქმეებში ჩარევა დაიწყო, ჩვენ კი მათ შორის "ზენიტიდან" ვიცით, რომ სპალეტის გასახდელის კონტროლი უყვარს. ეს მისი ტერიტორიაა, ისაა იქ მთავარი.

პრეზიდენტმა გასახდელზე გავლენის მოხდენა დაიწყო. ესაუბრებოდა თუ არა განმარტოებით ფეხბურთელებს? რა თქმა უნდა, იტალიურ პრესაში წავიკითხე, თავადაც ვიცი. სპალეტი ამბობდა, რომ ოსიმენთან და კვარაცხელიასთან კონტრაქტების გაგრძელება იყო საჭირო. იმას გულისხმობდა, რომ ამას იმსახურებდნენ. დე ლაურენტისმა ეს არ გააკეთა. ერთს ჰპირდებოდა და მეორეს აკეთებდა. კიდევ იყო ისტორია პრეზიდენტის გარემოცვის, უცხო ადამიანების გუნდზე გავლენის ზრდასთან დაკავშირებით, რაც სპალეტისთვის პრობლემად იქცა.

აგრეთვე, სპალეტი იმანაც გაანაწყენა, რომ კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივებაზე პუნქტი ჰქონდა, ამის თაობაზე კი e-mail-ით აცნობეს. ამან ძალიან გააბრაზა: ეტყობა, ყურადღება სურდა, შეხვედრები".

მკითხველის კომენტარები / 31 /
დდდდდ
გიგლა
08 მარტი 2024 21:39
0
მეც ვიტყვი
დოდო
08 მარტი 2024 21:30
0
08 მარტი 2024 20:54
0
ჰოდა მაგის არეულ-დარეულია გუნდი,ადამიანებთან ურთიერთობა არ იცის: ხელშეკრულელებს პირდებოდა, არ გაუფორმა, რაც არ ეკითხება, იმ საქმეებში ერეოდა, სპალეტის ფოსტით აცნობა რაღაც პუნქტი, ანჩელოტის სოცქსელით გააგებინა განთავისუფლების შესახებ. ახლა რაც ხვიჩასთან დაკავშირებით მოხდა, ეს ხვიჩას ხასიათს სულ გაუფუჭებს და თამაშის ხარისხსაც გაუფუჭებს
ხვიჩა მკვეთრად გამოხატული განწყობის ადამიანია. მგონია, რომ აქაც ბოღმიანი პატარა კაცუნას დე ლაურენტისის ხელი ურევია.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს ნაპოლი კვარამ, მაგრამ დე ლაურენტისი რა კლოუნიც არის, ჩანს უკვე და პატარა შიშიც მაქვს
ხათუნა
25 თებერვალი 2024 11:35
0
ნაპოლი რომ გახდა ჩემპიონი უნდა შეენარჩუნებინათ ეგ სიძლიერე და უნდა გამხდარიყო დიდი გუნდი. მაგისთვის საჭირო არის 2 რამ: 1) დაბალი დონის ფეხბურთელები უნდა გაყარო გუნდს უნდა მოაცილო ბალასტი და მაღალის დონის ვარსკვლავები უნდა მოიყვანო. 2) ასევე ვარსკვლავი მწვრთნელი უნდა მოყვანო, მაგრამ სპალეტი მშვენივრად იყო ისედაც.

ასე რომ შემადგენლობის გაძლიერება იყო მარტო საჭირო. მოხდა პირიქით, სპალეტი წავიდა ბანძი ფეხბურთელები ისევ დარჩნენ. და ნაპოლის ეტირა ყოფა, აბა მეორედ როგორ გაუმართლებთ ვინ გააბლატავებთ.
Es aris da es.
31 იანვარი 2024 22:29
0
ოსიმენი თუ წავა მართლა ეტირება ყოფა ნაპოლის, და ეგ იმიტომ მიდის რომ მწვრთნელი ვერ მოიყვანა ნორმალური ჯერჯერობით. და ეგრე პერსპექტივას ვერ ხედავს სანამ დაენგრა კარიერა უნდა გაიქცეს
Bidzia
31 იანვარი 2024 22:19
0
ახალს არაფერს ამბობს ეს და საინტერესოა ეს ნობელი რამდენს იღებს შეკვეთილ სტატიებში და პიარში? ასეთი ბლოგერი ვითომ ჟურნალისტები ჩვენთანაც გამოჩნდნენ და თავიანთი ტარიფები აქვთ და აქ ყველას ბჟუტურის დაბეჭდვა რას გვაძლევს ახალს? არ დაბლოკოთ ახლა ეს.
ზეზვა
31 იანვარი 2024 18:49
9
ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, შარშან ნაპოლი შემთხვევით გახდა ჩემპიონი, პირველი წრე ჩააგდეს ინტერმაც, მილანმაც და იუვემაც, ამას დაემატა ხვიჩას ფაქტორი რომელსაც სასწაული პირველი სეზონი გამოუვიდა გუნდში და შთამბეჭდავი ქულათა სხვაობა შექმნეს დეკემბრამდე, მეორე წრეში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და ნაპოლის თამაში დიდად არ განსხვავდებოდა ეხლანდელი ნაპოლის თამაშისგან, სპალეტიმ ეს ყველაფერი წინასწარ განჭვრიტა და გამარჯვებულის სტატუსით დატოვა გუნდი, ისიც იცოდა რომ ლაურენტისი ფულის დამხარჯავი არ იყო გუნდის გასაძლიერებლად, ხვიჩას კუდევ რაც შეეხება თუ რაღაც საშუალება არის უნდა წავიდეს კლასით უფრო მაღალ გუნდში, მაგ გუნდში მეტი ვერ განვითარდება, ფაქტია რომ რეგრესი აქვს, რაც მეტი ხნით დარჩება მანდ მეტ რეგრესს განიცდის, იმიტომ რომ ნაპოლი არ განეკუთვნება გრანდ გუნდებს და მოდრიჩის და კროოსის დონის ფეხბურთელი ნაპოლიში არ წამოვა სათამაშოდ, ანგისას და ლობოტკას გვერდით კიდე ვერ განვითარდები
მამუკა
31 იანვარი 2024 17:28
6
მთლად შემთხვევით არა, რადგან სპალეტი იყო მაგან გახადა ეგენი ჩემპიონები. წავიდა სპალეტი და ფორთხიალობენ ეხლა, ეგ ზელინსკები და პოლიტანოები დიდი დონეები გგონიათ მართლა
Mda.
31 იანვარი 2024 22:32
0
სკუდეტო შემთხვევით ?!
-----------------------
თითქის ნორმალური მსჯელობაა
მარა, ე.წ.პროლოგი - შემთხვევით ჩემპიონობაზე იტალიაში(!!!) - აუუ...
)))
-----------------------
წარმატებული მთავარი მწრთვნელისა და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლა გუნდიდან, ადექვატური შევსების გარეშე, ნებისმიერ, მ.შ. დიდ გუნდზე(ც) აისახება ...
რაიო ?
31 იანვარი 2024 20:00
0
ლაურეატის გაუჭირდება ამის მერე კარგი მწვრთნელის დათანხმება და კარგი ფეხბურთელის, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია პრეზიდენტოოოოო
გიგი
31 იანვარი 2024 17:13
2
კლოპი რო ჩამოიყვანონ საქართველოს ნაკრებში ტრენერად დაისვენოს 3 წელი ჩვენც გვასწავლის დისციპლინასს..ბატონო ბიძინა გაუკეთეთ საქართველოს ერთი გუნდი გთხხხხ
dinamo927273
31 იანვარი 2024 16:15
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული