ევროტურნირები
უკვე მეორე წელია, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჩვენთვისაც "ცხელა" - ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. "ნაპოლიმ" გასულ სეზონში მერვედფინალური ეტაპი გერმანულ "აინტრახტთან" გადალახა, ახლა კი გაცილებით დიდი და საპასუხისმგებლო
ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" 16 და 22 თებერვალს მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიურ "ბრაგას" შეხვდება. ამავე დროს ქართველების დაპირისპირება გვაქვს კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში, სადაც ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" კაშია/კანკავა/გვილიას "სლოვანს" გაეჯიბრება. გვახარებს "კიტეს" დროულად მომჯობინება, ის ნაკრებს ძალიან სჭირდება.
იტალია
მოქმედ ჩემპიონ "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად დიდი ჯაფა დაადგება. ვალტერ მაცარის გუნდს, "ბარსელონას" გარდა, საშინაო ფრონტზეც დიდი ბრძოლები ელის. მთავარი მეტოქე "მილანია", რომელსაც 11 თებერვალს (23:45 საათზე) ესტუმრება. გარდა ამისა, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 4 შეხვედრას ჩაატარებენ - "ვერონასა" და "ჯენოას" უმასპინძლებენ, ხოლო "კალიარისა" და "სასუოლოს" ესტუმრებიან. თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.
სერია "ა"-ს სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოსწორებას ეცდებიან საბა საზონოვის "ტორინო" და გიორგი კვერნაძის "ფროზინონე." ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ბოურჯორნო საკმაოდ დიდი ხნითაა ტრავმირებული, რაც საზონოვის სასტარტოში ყოფნას უნდა ნიშნავდეს.
გაუმჯობესების შანსები
გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას", ქართველი კიპერის შესანიშნავი თამაშის წყალობითაც, ევროტურნირებზე გასვლის შანსი გაუჩნდა. მე-8 ადგილზე მყოფი "ღამურები" თებერვალში 4 შეხევდრას ჩაატარებს - შინ "ალმერიასა" და "სევილიასთან" (3 და 18 თებერვალი), სტუმრად კი "ლას პალმასსა" და "გრანადასთან" (11 და 24).
ფრანგული "ლიგა 1"-ის ცხრილში აღზევება და გავარდნისგან გადარჩენა სურს გიორგი მიქაუტაძის "მეცს". მათ ამ თვეში 4 მატჩი ექნებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი 24 თებერვალს, "ლიონის" წინააღმდეგ, ე.წ. ექვსქულიანი დაპირისპირება.
ექვსეულში შესვლისა და პრემიერლიგისთვის ბრძოლის შანსი აქვს გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდს". კარგ ფორმაში მყოფი გუნდი თებერვალში თასზე "საუთჰემპტონსაც" შეხვდება.
წარმატებულ თვეს ველით!..
სერია ა-ში 4? ლა ლიგა, ჩემპიონშიპი...სიზმარია თუ ნაღდი?