ხვიჩა დღეს "ვერონას" წინააღმდეგ, რომელსაც სამი გოლი გაუტანა...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ნაპოლი" ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს და ოთხეულისთვის ბრძოლა განაგრძოს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას გუნდი საკუთარ "მარადონაზე" ბევრ ქულას კარგავს, ამის შეცვლა კი "ვერონასთან" შეუძლიათ - დღეს, 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე.

ნეაპოლელებს ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე აქვთ. ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ "იუვენტუსთან" ჰქონიათ - 1982 წლის იანვრიდან 1985 წლის მაისამდე. "ნაპოლიმ" "ვერონასთან" ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, გაიტანა საშუალოდ 2.1 გოლი (სულ 27) და 6 შეხვედრაში არ გაუშვია. სტუმრებმა ნეაპოლში ბოლოს
1982 წლის 2 იანვარს, პიერო ფანას დუბლით მოიგეს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი სწორედ უახლოეს მეტოქესთან ჰქონდა - 21 ოქტომბერს დუბლი შეუსრულა. მაშინ "კვარას" მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას მეტოქის გულშემატკივრებში უკმაყოფილება მოჰყვა. აქვე ჩვენებურის მონაგარს შეგახსენებთ - 5 გოლი, 3 საგოლე პასი, წინა ტური კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

Sportall.Ge

საინტერესოა, აფრიკის თასზე, ოსიმენთან დაპირისპირებისას, მერვედფინალიდან გამოვარდნილი ანგისა გუნდს რამდენად დაეხმარება. გასულ მატჩში ჩემპიონთა რიგებში დენდოკერისა და ნგონჟის დებიუტი ვნახეთ. ვნახოთ, ახლა მათ რამდენი დრო მიეცემათ. მაცოკი ალბათ კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება. ტრაორე ტრავმირებულია, ისევე, როგორც მეკარე მერეტი, ნათანი და ოლივერა. 

სამმცველიან ტაქტიკაში (თუ 4-3-3 არ დაბრუნდა) ისევ ოსტიგორი უნდა ვნახოთ, კაპიტანი დი ლორენცო კი მთელ ფლანგს დაიკავებს; ზელინსკი, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა, ცოტა დროს იღებს; საინტერესოა, ფორვარდად ვის ვიხილავთ; განახლებულ ტაქტიკაში კვარაცხელიასთვის მაქსიმალურად დიდი თავისუფლების მინიჭებას ვისურვებთ. მას ვერონელებთან გატანა გამოსდის, ეს გასულ სეზონშიც (სადებიუტო მატჩში) მოახერხა და აქტივში საგოლე პასიც აქვს.

შეხვედრას ნაკლებად ცნობილი არბიტრი, 40 წლის მარკო პიჩინინი განსჯის, რომელიც ნეაპოლელთა მატჩში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, რაც თვალს აქტიურად ვადევნებთ, პირველად იქნება.

altკვარაცხელია "მილანისა" და "ბარსას" წინააღმდეგ - ქართველების საინტერესო თებერვალი

altჩაჩუა, რომელიც კვარაცხელიას დაუპირისპირდა და ინტერესი ქართველ გულშემატკივრებში...

altხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხვიჩა,ძმაო,როგორც ვიცი რამოდენიმე დღეში 23 წლისა ხდები,რასაც წინასწარ გილოცავთ.
ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გაფურჩქვნისა და გამოვლენის დრო დამდგარია უკვე.გახსოვდეს,რომ რაც აქამდე გიკეთებია, იმაზე მეტს ველით შენგან.შენ თავადვე ჩაგვისახე ამის საფუძვლიანი იმედი ბრწყინვალე,ჭკვიანური,შედეგიანი,ლამაზი თამაშით.
ღვთის შეწევნით, მოგცემოდეს ჯანმრთელობა,ძალა,სტიმული,შემართება უფრო მაღალ დონეზე თამაშისა და ამ ყოველივეთი შენი ჭეშმარიტი გულშემატკივრების გულის გახარება.
გაიხარე!!!
მერაბი
16:39 02-02-2024
2
ღმერთი ინებებს,ხვიჩა მოინდომებს,ლამაზ თამაშს - ფინტს,პასს,გოლს აუცილებლად გვაჩუქებს!
კოლხიდელი
15:03 02-02-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული