საზონოვის 80 წუთი - "ტორინომ" და "სალერნიტანამ" ქულები გაიყვეს

AutoSharing Option
სერია A-ს 22-ე ტურში "ტორინო" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "სალერნიტანას" დაუპირისპირდა, შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდში საბა საზონოვმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენჯერმე არაზუსტი პასი გააკეთა, თუმცა ამას ხიფათი არ მოჰყოლია.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს მეორე ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. ტურინელთა თავკაცმა ივან იურიჩმა საბა მე-80 წუთზე შეცვალა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.6, flashscore 6.5, whoscored 6.4.

შეხვედრის მიწურულს "ტორინოს" კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პიეტრო პელეგრის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა.

"ტორინო"
32 ქულით მე-10 ადგილზეა და 10 თებერვალს გასვლაზე "სასუოლოს" დაუპირისპირდება.

ტურინი. "ოლიმპიკო დი ტორინო"
ტორინო - სალერნიტანა 0:0

altმთელი ტურინი და იტალური მედია საზონოვის ამ საქციელმა აღფრთოვანებული დატოვა - საბას ეს ფოტო ვირუსულად ვრცელდება და მისი პოპულარულობა იზრდება [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაით რა ხალხო ბიჭს ამდენი ხნის მერე ქონდა სასტარტო და რაღაც უმნიშვნელო შეცდომებს უჩხრიკავთ, ამხალე დონიც მცველია ვან დაიკი და დღეს როგორ ბავშვურად შეცდა.
1
ერთი 5 თამაში უნდა მიცენ ძირითადში და მეექვსე თამაშში თუ არ დაბრდღვნა იქაურობა მერე ბაზარი არაა ...
bejo
21:54 04-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული