"ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს, კვარაცხელიამ ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი, ეს იგივეა..." - კუშანაშვილი ხვიჩას დაოჯახებაზე და მის მომავალზე

AutoSharing Option
ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ჟურნალისტმა ოთარ კუშანაშვილმა Sport24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების თაობა სრულიად განსხვავებულია, "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა კი ოჯახი ნაადრევად შექმნა.

"არიან თუ არა დღეს ქართველი ფეხბურთელები რუსებზე უკეთები? - დიახ. დღეს საქართველო 100-ჯერ ძლიერია რუსულ ფეხბურთზე.

გასულმა ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ეს კარგად აჩვენა. მწვრთნელები, სკაუტები და ყველა ამ ჩემპიონატს ყურადღებით აკვირდებოდა .

ეს ახალგაზრდა თაობაა, რომელიც არანაირ
დათმობაზე არ მიდის. მაგალითად, მარადიშვილმა გამოთვალა რამდენ დროს კარგავს ელექტრონულ მოწყობილობებზე და შერცხვა. ქართველი ახალგაზრდები აღარ ეწევიან თამბაქოს თამაშებს შორის, და აღარ სვამენ ჭაჭას, ეს სხვა თაობაა.

კვარაცხელია? ხვიჩა უღიმღამო გუნდში თამაშობს, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა კლუბიდან სპალეტი წავიდა. მან "ნაპოლის" ოქროს მედლები მოუტანა და სურდა გუნდიდან მაჟორულ ნოტაზე წასულიყო, ტირანმა პრეზიდენტმა კი მადლობაც არ გადაუხადა. ამის შემდეგ მთავარმა თავდამსხმელმა (ოსიმენმა) ხვიჩას აგენტს მოუწოდა მოეკეტა, მაშინ როცა ხვიჩა მის გვერდით თამაშობს.

და აი კიდევ რა შევამჩნიე... მე ადამიანის ფიზიონომიას ვაკვირდები. ვნახე "კვარას" ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო. მან ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი... შევნშინე ხვიჩას ბავშვური სახე და მის გვერდით ქართველი ტატიანა ტარასოვაა (სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი ფიგურულ სრიალში).

მას სახეზე ეწერა, კარგად იყავი სახელფასო ბარათო... ხვიჩას ყველაფერს წაართმევენ, ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს, მან ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი, პირველივე წარმატების შემდეგ.

ეს იგივე იქნებოდა მე რომ "ბუკმეკერებთან" გაფორმებული პირველივე კონტრაქტის შემდეგ ანფისა ჩეხოვა შემეთრია საზინებელში, მე ხომ ყველაფერს დავკარგავდი.

თუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩება, ის ქართველ ივან იგნატევად გადაიქცევა. თუ კვარაცხელია "ჩელსიში" გადავა, მუდრიკს სამუდამოდ ამოაგდებს გუნდიდან. საინტერესო იქნება მიის ხილვა პრემიერ ლიგაში", - თქვა კუშანაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 169 /
სიმართლეს გაუმარჯოს ძველი ქალების ფრჩხილის ფასად არ ღირან დღევანდელი ქალები (ყველას არვეხები) ყველანაირად გადავჯიშდით ეს სიმართლეა...ჩაიგდეს ქალებმა ხელში კანონი და ოდნავ ხმის აწევის გულისთვის ზოგს პირობითი აქვს და ზოგიც ციხეში ზის თუ საქართველოში ცხოვრობთ ყველა მიხვდებით რო ეგრეაა!!! ზედმეტი უფლებები აქვთ ქალებს...
სიმართლე
19:10 04-02-2024
16
გაიხარე კვარა შენ ლამაზ ქართულ ოჯახთან ერთად,ამას საქართველოსთვის არაფერი არ აქვს გაკეთებული და ბედავს და ქართველ ქალებზე ლაპარაკობს,შენ რუს ქალებს მიხედე!!!
ვახო
22:53 04-02-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული