არველაძის "ფატიჰმა" თამაში შემოატრიალა და 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
თურქეთის თასის მერვედფინალში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ საკუთარ მოედანზე „სამსუნსპორი“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 72-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ფატიჰის" რიგებში ექვსმა იტალიელმა ითამაშა და ორმა გოლი გაიტანა - დავიდე ბირასკიმ და ფლავიო პაოლეტიმ.

შემდეგ შეხვედრას „ფატიჰ კარაგუმრუკი“ ჩემპიონატზე 10 თებერვალს სახლში „პენდიკსპორთან“ ჩაატარებს.

სტამბოლი. „ოლიმპიატ სტადი“
ფატიჰ კარაგუმრუკი - სამსუნსპორი 2:1
გოლები: 0:1 მუანდილმაჯი (68), 1:1 ბირასკი (72), 2:1 პაოლეტი (89)

altშოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამათ მეტი იტალიელი ჰყოლიათ ვიდრე ნაპოლის და სხვა იტალიურ კლუბებს :))
grisha
18:14 06-02-2024
1
ამან წაიყვანოს ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, საინტერესო ფეხბურთელი ბევრია საქართველოში, ჯერ დუბლებში ამხანაგურებზე გამოცადოს იქნება და მოერგოს გუნდს, მაგრამ ამის ესეთი გაკეთებული საქმე არავის უნახავს და არც გაკეთებს, მას და მის გუნდს წარმატებები
გოგა
22:01 06-02-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული