მიქაუტაძემ გატუზოს გუნდი კაცნაკლული დატოვა - "მეცმა" რვამატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 21-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „მარსელს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები მოედნის საკუთარ ნახევარზე იყვნენ გამოკეტილი და შესაბამისად ბურთი მათ თავდამსხმელ მიქაუტაძემდე იშვიათად მიდიოდა. ქართველი მაინც აქტიურობდა, 31-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას ცენტრალურმა მცველმა ჟიგომ წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს, რამაც "მეცს" ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ქართველს გატუზოს შეგირდები ეუხეშებოდნენ და ერთ ეპიზოდში ტრავმას გადაურჩა.

შესვენების შემდეგ მიქაუტაძეს მეკარე პაუ ლოპესმა ორჯერ არ დაანება გატანა, ცოტა ხანში კი მუმბანამ გაიტანა და „მარსელი“ დააწინაურა.
თუმცა უდოლმა ანგარიში თავურით მალევე გაათანაბრა. გიორგი 75-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - whoscored-ი 6.3, sofascore 6.2, flashscore 6.2.

„მეცმა“ რვამატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, 17 ქულით მე-16 ადგილზეა და 18 თებერვალს გასვლაზე „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.

მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - მეცი 1:1
გოლები: 1:0 მუმბანა (56), უდოლი (61)
გაძევება: ჟიგო (31, მარსელი)

altმიქაუტაძის საგოლე პასი - "მეცი" ზედიზედ მერვედ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩემი აზრით
გიორგის მეტი შეფასება და დაფასება ჭირდებოდა
ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, მოწინააღმდეგე გააძევებინა, რომ არა, გოლი გაქონდა, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ვერ აუბეს მხარი, ფეხები დაებლუკათ.
პასს ვერ უკეთებდნენ
რა ექნა მეტი?
ყველაზე დაბალი შეფასება მისცეს!
თენგო
10 თებერვალი 2024 13:51
1
რაღაც ვერ ქაჩავენ ეს უცოლო სპორტსმენები!!!
.
10 თებერვალი 2024 12:57
9
კაცს ნახევარ სეზონია ერთი სრული თამაში არ ჩაუტარებია და როგორ ფორმას ელოდებით მისგან? რამდენიმე თამაში და ძველებურად შეეწყობა ბიჭებს.
ჟორა
10 თებერვალი 2024 12:48
1
მეც იმის იმედი მაქვს, აკრიფავს ფორმას და გოლების გატანას დაიწყებს. თუმცა, მარტის ბოლომდე ბევრი აღარ დარჩა და თავადაც უნდა გააცნობიეროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ფორმაში. ისე, "მეცი" ძაან ბანძი გუნდია
fani
10 თებერვალი 2024 14:00
0
მთავარია სათამაშო დრო ეძლევა და სხვა დანარჩენიც თავისით მოვა, იმედია გიო შრომას არ დააკლებს!
რერო
10 თებერვალი 2024 12:39
2
მიქაუტაძემ კიარა მცველმა დატოვა გუნდი ათი კაცით ასეეთ სიტუაციაში მცველმა ასე გლახად არუნდა ითამაშოს. საერთო ჯამში იბრუნებს მიქაუტაძე თვით დაჯერებას მაგრამ ძაან ცუდი გუნდია მეცი მარტამდე დროა მეტი დამაჯერებლობა გვჭირდება გიორგისგან
beqa
10 თებერვალი 2024 11:00
3
მიუხედავად იმისა ჯერ გოლი ვერ გაიტანა მაინც კარგია გიორგი.
ერთი-ორი თამაში და ძველებურად იგრძნობს გოლის ალღოს.
კარგად ჩანს რომ ფორმას კრებს
ბათუმელი ექსპერტი
10 თებერვალი 2024 10:44
3
უნდა წავიდეს ჟორჟი, ცოდვაა ძალიან ეგეთ სუსტ გუნდში.
აბო
10 თებერვალი 2024 10:06
4
მაგარი ბანძი გუნდია მეცი!
დავით 67
10 თებერვალი 2024 02:54
2
მამუკ მე არა მაგრამ აგერ 2 კაცს ნამდვილად ჰგონია გრანდი. დისლაიქების მიხედვით))
დავით 67
10 თებერვალი 2024 17:05
0
დავით აქამდე მეცი გრანდი გეგონა)))
მამუკა
10 თებერვალი 2024 04:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული