კიტეიშვილმა ლიდერ "ზალცბურგთან" "შტურმს" სტუმრად ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგა მე-18 ტურისა და ჩემპიონატის ცენტრალური მატჩით განახლდა - „შტურმმა“ გასვლაზე ლიდერ „ზალცბურგთან“ ფრეს მიაღწია 1:1.

მასპინძლები პირველ ტაიმში სერბმა თავდამსხმელმა პეტარ რატკოვმა დააწინაურა, საპასუხო გოლი კი მე-80 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლია. ოთარმა Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება (8.1) დაიმსახურა. Sofascore-მა ქართველის თამაში 7.6 ქულით შეაფასა.

„შტურმი“ 38 ქულით მეორე ადგილზეა, „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩს ევროპა ლიგაზე 15 თებერვალს სახლში „სლოვანთან“ გამართავს.

ზალცბურგი. „რედ
ბულ არენა“

ზალცბურგი - შტურმი 1:1
გოლები: 1:0 რატკოვი (15), 1:1 კიტეიშვილი (80)

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა მაგარია კიტე,ჯამარაულის მემკვიდრეა.
კიტე-ჩაკვე შუაში და დაერხა ლუქსემბურგს.
წინ რა თქმა უნდა ბუდუ-ოსიმენი
Levani
04:23 10-02-2024
1
სლოვანი უნდა გაანადგუროს უპრინციპო გუნდია ''მალულად როგორეთამაშა რუსულგუნდს,,
ნიკ
08:39 10-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული