შოთა არველაძის გუნდმა ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ საკუთარ მოედანზე „პენდიკსპორი“ 2:0 დაამარცხა.

თასის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ, არველაძის გუნდმა ჩემპიონატზეც კარგი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 27 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 16 თებერვალს გასვლაზე „კასიმპაშას“ დაუპირისპირდება.

სტამბოლი. „ოლიმპიატ სტადი“
ფატიჰ კარაგუმრუკი - პენდიკსპორი 2:0
გოლები: 1:0 მორი (31), 2:0 იალჩინი (76)

altარველაძის "ფატიჰმა" თამაში შემოატრიალა და 1/4-ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
6 იტალიელი ჰყავს გუნდში? ბარემ იტალიის ნაკრები ჩააბარეთ !)
ყოჩაღ, შოთა!
გია_544
02:33 11-02-2024
3
ემრე მორი ეს ბიჭი სულ ცოტა ხნის წინ თურქული ფეხბურთის საუკუნის ტალანტად შერაცხეს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ,,დორტმუნდში დაიწყო და შემდეგ დაიკარგა საერთოდ და აი თურმე სად ყოფილა,,ისე მაგრათ მიკვირს თურქეთის ჩემპიონატის მაჩანჩალობა არადა რესურსი აქვთ ძალიან დიდი
gel-100
09:55 11-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული