მამარდაშვილს ბოლოს ორი გოლი გაუტანეს და "ვალენსია" "ლას-პალმასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ლას-პალმასთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ და თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. შედეგად პირველი ტაიმი მომენტის და კომპენსირებული დროის გარეშე დასრულდა. მძიმე სანახაობა შესვენების შემდეგაც გაგრძელდა, „ლას-პალმასმა“ პირველი მომენტი 67-ე წუთზე შექმნა, როდესაც მამარდაშვილმა პირისპირ გასულ მუნირს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. სტუმრები მხოლოდ ამის მერე გააქტიურდნენ და მეკარე ვალესმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერ მცველმა სუარესმა თავურით „ღამურების“ კარი დალაშქრა, ბოლოს კი
საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მამარდაშვილს ხელიდან გაუვარდა და კარდონამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგიმ ანალიტიკური საიტებისგან დაბალი შეფასება მიიღო: sofascore 5.6, flashscore 5.1, whoscored 4.6.

„ვალენსია“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა და 18 თებერვალს „სევილიას“ უმასპინძლებს.

ლას-პალმას-დე-გრან-კანარია. „გრან-კანარია“
ლას-პალმასი - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 სუარესი (89), 2:0 კარდონა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 18 /
მაგარი ჭამა მეორე გოლი. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ასეთს არ ველოდი.
დავით 67
02:41 11-02-2024
3
რა ჭამა შე ქლიავო, თავისივე მცველი შეასკდა და გააგდებინა.
დავით 67-ს
11:18 11-02-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული