როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელმა მაცარიმ 3-5-1-1 ტაქტიკა აირჩია და კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენა. ხვიჩა დებიუტში გაბიას გაექცა, პასი სიმეონეს გაუკეთა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. „ნაპოლი“ უკეთ გამოიყურებოდა, მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა. გუნდები ფრთხილობდნენ, ტემპი მაღალი არ იყო და მასპინძლებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ლეაომ ერნანდესი მეკარე გოლინისთან პირისპირ გაიყვანა და თეომ გაიტანა. 45-ე წუთზე "კვარა" ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, ბურთი კარის წინ ჩააწოდა, მცველმა მოიგერია და პირველი ტაიმი „როსონერიმ“ 1:0 მოიგო.
მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი
გოლი: ერნანდესი (25)
დღეს "მილანი" VS "ნაპოლია" - კვარაცხელია კარგ განწყობაზეა...